Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
22:53 21.5.2020

როგორი ეპიდსიტუაცია უნდა იყოს ქვეყანაში, რომ მთავრობამ კვლავ შეგვზღუდოს?

„23 მაისიდან რა ხდება, მანქანებში სამკაციანი შეზღუდვა უქმდება თუ რჩება?“, „მძღოლის გვერდით ჯდომა ისევ გვეკრძალება?“, „საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რას ამბობენ, 23 მაისიდან აღდგება?“ - ეს არის კითხვების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის პარალელურად დააწესა და აგერ უკვე თითქმის ორი თვეა მოქმედებს. ამ კითხვებს კიდევ ერთი მთავარი კითხვა, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების თარიღი ემატებოდა, მაგრამ 21 მაისს, პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, ანუ 23 მაისიდან, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილების საშუალება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად შეეძლებათ. ანუ, კომენდანტის საათი 23 მაისიდან უქმდება.

წაიკითხე მეტი

00:45 19.5.2020

პროექტის თანახმად, ფართოვდება საკარანტინო ღონისძიებების განმარტება. მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება მისცენ მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის უფლება.

00:44 19.5.2020

ამ დასახლებებში კვლავ ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა წესები.

00:43 19.5.2020

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში მიიღებენ კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG