საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა, ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა
კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 900.
რა იციან და როგორ იცავენ თავს საქართველოში კორონავირუსისგან?
საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 55% თვლის, რომ კორონავირუსით COVID 19-ით ინფიცირების შანსი დაბალია, 27%-ს ჰგონია, რომ არსებობს საკურნალო წამალი, 10%-ი თვლის, რომ "სირცხვილია თუ კორონავირუსი შეგეყარა" ეს და სხვა მიგნებები გამოავლინა კვლევამ, რომელიც სწავლობდა მოსახლეობის ცოდნასა და დამოკიდებულებებს კორონავირუსის მიმართ.
კორონავირუსის 4-ვე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა. მისი თქმით, ოთხივე ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
მარინა ეზუგბაიას თანახმად, კოვიდ ცენტრებში დადასტურებული კოვიდ ინფექციით სულ 142 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში 14 ივლისის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.
არსებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კოვიდ-19 სულ დადასტურებული აქვს 999 ადამიანს, მათგან გამოჯანმრთელებულია 870, გარდაცვლილი-15.