Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
12:07 12.9.2020

158 ახალი შემთხვევიდან 87-აჭარას, 28-სამეგრელოს, 19-იმერეთს, 6-გურიას, 18-თბილისს უკავშირდება

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონას 158 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 87-აჭარას, 18 კი თბილისს უკავშირდება. მისივე განმარტებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან ახალი შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი იმის ნიშანია, რომ ახალი შემთხვევების სწრაფად მოძიება ხდება.

წაიკითხე მეტი...

11:40 12.9.2020

11:37 12.9.2020

ქუთაიში კორონავირუსის 21 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში 21-ით გაიზარდა ქუთაისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები. სახელმწიფო რწმუნებულის იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძის განცხადებით, 2 ადამიანის ინფიცირების შედეგი გუშინ ცენტრალურ ბულვარში დადგმული საველე ლაბორატორიაში გამოვლინდა და ორივე ე.წ. პედაგოგების კლასტერს წარმოადგენს.

„ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებლებთან იყო კონტაქტში დანარჩენი 19 დაინფიცირებულიც. ისინი პედაგოგების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან“.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში განთავსებულ საველე ლაბორატორიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია PCR ტესტი უფასოდ ჩაიტაროს და სასურველია ლაბორატორიას მიმართოს ყველა იმ პირმა, რომელსაც კოვიდ დადასტურებულ პედაგოგებთან ჰქონდა კონტაქტი, აჭარაში იმოგზაურა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ან ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი აქვს.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში საველე ლაბორატორია მას შემდეგ განთავსდა, რაც 10 სექტემბერს ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

11 სექტემბრის მონაცემებით, ქუთაისში დადასტურებული კოვიდ-19-ის 28 შემთხვევა იყო. დაინფიცირებულთა შორის იყვნე. მერიის ააიპ „ქუთგანათების“ თანამშრომელი, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციის ექიმი და მომსახურების სფეროს წარმომადგენელი. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პირველადი კვლევის შედეგებით, მათთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსი არ აღმოაჩნდათ.

11:06 12.9.2020

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG