Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
23:08 19.3.2020

"ყოველი გადავადებული დღე არის მეტი შანსი ჩვენთვის, რომ უკეთესად მოვემზადოთ, რომ გარკვეულმა ტექნოლოგიებმა მოგვისწროს, ტესტებმა მოგვისწროს"

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, სერგო ჩიხლაძე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ დროის სვლასთან ერთად საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ შეიძლება რამდენიმე დღეში აღარ იყოს აქტუალური ინფიცირების პირველწყაროს ძიება. ამასთან, ის ძალიან მაღალ შეფასებას აძლებს ქართველი ეპიდემიოლოგებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობას ინფიცირებულთა გამოვლენაში.

ნახეთ მეტი

23:10 19.3.2020

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ხვალიდან საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი ბრიფინგზე თქვა.

"დღეს, როცა ვრწმუნდებით, რომ იზრდება შიდა გადადების რისკები, იძულებულები ვართ, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები... ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო, სააფთიაქო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილების და საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული იმისთვის, რომ ქვეყანაში მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ", - თქვა მან.

საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს დილით დაანონსდა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა.

ფოტორეპორტაჟი ბაზრობიდან

 "სადგურის მოედნის" მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე ბაზრობა სანახევროდ დაკეტილია. 
1/10  "სადგურის მოედნის" მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე ბაზრობა სანახევროდ დაკეტილია. 
თითქმის ყველა დახლი ცარიელია "დინამოს ბაზრობაზე".თუმცა  500-ლარინი გადასახადის გადახდა მოვაჭრეებს მაინც უწევთ.
2/10 თითქმის ყველა დახლი ცარიელია "დინამოს ბაზრობაზე".თუმცა  500-ლარინი გადასახადის გადახდა მოვაჭრეებს მაინც უწევთ.
ცარიელი დახლი "დინამოს ბაზრობაზე".
3/10 ცარიელი დახლი "დინამოს ბაზრობაზე".
დალი 59 წლისაა, ის "სადგურის მოადანზე" მდებარე ბაზრობაზე მუშაობას ვერ წყვეტს.  ამბობს, რომ  სხვა გზა არ აქვს -  მეუღლისთვის წამალს ცალობით  ყიდულობს და მისთვის ყოველდღიური შემოსავალი მნიშვნელოვანია.
4/10 დალი 59 წლისაა, ის "სადგურის მოადანზე" მდებარე ბაზრობაზე მუშაობას ვერ წყვეტს.  ამბობს, რომ  სხვა გზა არ აქვს -  მეუღლისთვის წამალს ცალობით  ყიდულობს და მისთვის ყოველდღიური შემოსავალი მნიშვნელოვანია.
ამ ბიჭებს სახის გამოჩენა არ სურთ. მყიდველის შემცირების გამო ხვალიდან მუშაობის შეწყვეტას აპირებენ.
5/10 ამ ბიჭებს სახის გამოჩენა არ სურთ. მყიდველის შემცირების გამო ხვალიდან მუშაობის შეწყვეტას აპირებენ.
"დინამოს ბაზრობაზე" დაკეტილი მაღაზიის წინ გარემოვაჭრეები სხედან.
6/10 "დინამოს ბაზრობაზე" დაკეტილი მაღაზიის წინ გარემოვაჭრეები სხედან.
შედარებით ხალხმრავლობაა "დეზერტირების" ბაზარში.
7/10 შედარებით ხალხმრავლობაა "დეზერტირების" ბაზარში.
მოვაჭრეებმა ქალაქის მერის ბრიფინგს  პირდაპირ ეთერში მოუსმინეს, კახა კალაძის დაპირებას, რომ იჯარის გადასახადი გაუუქმდებათ, მაინც სკეპტიკურად უყურებენ, რადგან მათი სავაჭრო დახლები კერძო კომპანიას ეკუთვნის.
8/10 მოვაჭრეებმა ქალაქის მერის ბრიფინგს  პირდაპირ ეთერში მოუსმინეს, კახა კალაძის დაპირებას, რომ იჯარის გადასახადი გაუუქმდებათ, მაინც სკეპტიკურად უყურებენ, რადგან მათი სავაჭრო დახლები კერძო კომპანიას ეკუთვნის.
მოვაჭრეები ხელთათმანებით და ანტისეპტიკური ხსნარით იცავენ თავს კორონავირუსის COVID-19-ისგან.
9/10 მოვაჭრეები ხელთათმანებით და ანტისეპტიკური ხსნარით იცავენ თავს კორონავირუსის COVID-19-ისგან.
მოვაჭრეების თქმით, შეძლებისდაგვარად ცდილობენ ბაზარში სისუფთავე დაიცვან.
10/10 მოვაჭრეების თქმით, შეძლებისდაგვარად ცდილობენ ბაზარში სისუფთავე დაიცვან.
Previous slide
Next slide

23:12 19.3.2020

გიორგი გახარია: საგანგებო სიტუაციას გამოვაცხადებთ, როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. მან აღნიშნა, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა.

წაიკითხე ვრცლად

11:06 20.3.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე აისახა.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 40 შემთხვევა იყო, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინში 1 575 ადამიანი რჩება, სტაციონარში კი 275.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG