Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
21:06 22.4.2020

ზახაშვილი: უნდა ისეირნოთ გარეთ, თუმცა იყავით დისტანცირებული სხვებისაგან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ გარეთ გავიდნენ, მაგალითად, სასეირნოდ, თუმცა სხვებისგან დისტანციის დაცვით.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა #დარჩისახლში.

„გარეთ სეირნობის გარეშე ადამიანები დიდ ხანს, ალბათ, ვერ გაძლებენ. ეს აუცილებელი და საჭიროცაა მათი ჯანმრთელობისთვის“, – ამბობს ზახაშვილი და განაგრძობს: „ფაქტია, რომ ღია სივრცეში ნებისმიერ დროს რისკი არის შემცირებული, მაგრამ აქ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დისტანციის დაცვა არის აუცილებელი“.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, არსებობს ნაშრომები, რომლებიც მიუთითებენ, თითქოს სუფთა ჰაერზე სეირნობაც არაა უსაფრთხო, თუმცა ეს მოსაზრება დამტკიცებული არაა:

„იყო გარკვეული მოსაზრებები, რომ სირბილის ან ველოსიპედით გადაადგილების დროს დაცვის დისტანცია შესაძლოა, უფრო მეტი იყოს საჭირო, ვიდრე არის ხოლმე რეკომენდებული ჩვეულებრივ, დახურულ სივრცეში და ვთქვათ, 2 მეტრზე მეტი დისტანცია უფრო მეტი დაცვის გარანტიას იძლეოდეს. თუმცა, ერთმნიშვნელოვანი მტკიცება, რომ სეირნობას ან ჰაერზე ყოფნას ზიანი მოუტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ეს გამხდარა კოვიდის გავრცელების ინტენსიური წერტილი, ჯერჯერობით მე არსად წამიკითხავს“.

22:53 22.4.2020

ზახაშვილი: რისკ ზონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს ყოველ 2 კვირაში ჩაუტარდება ტესტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, რისკის ზონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება ტესტი COVID-19-ზე.

„ესენია „ცხელების“ და COVID კლინიკებში მომსახურე პერსონალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადის სრული შემადგენლობა - ექვემდებარებიან ტესტირებას PCR-ით. ყველა სხვა სამედიცინო პერონალი, რომელიც შესაძლოა, რისკის მომატებულ კატეგორიას წარმოადგენდეს, მათ პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ ანტისხეულებზე, უმთავრესად ე.წ. სწრაფი ტესტებით“, - აცხადებს ზახაშვილი.

ასევე წაიკითხეთ: ალგორითმი: ვის (არ) ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე​

22:58 22.4.2020

ამირან გამყრელიძე: სწორად უმკურნალეს ჩემს შვილს

„დღეს, ვისაც რამე სჭირდება, მათ შორის პირადად მე, ხშირად მივდივარ საკონსულტაციოდ თენგიზ ცერცვაძესთან. ამ დებატებში ჩემი ოჯახის გააჟღერეს, არ არის საჭირო ამაზე საუბარი. სწორად უმკურნალეს ჩემს შვილს. იმიტომაც შედარებით სწრაფად გაჯანმრთელდა“, - ასე გამოეხმაურა „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანდაცვიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძესა და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურულს შორის დაპირისპირებას.

წაიკითხე მეტი

23:01 22.4.2020

ვინ, სად, როდის და როგორ უნდა ვისეირნოთ პანდემიის დროს?

  • თუ არსებობს პარკებში სეირნობის რამე წესი?
  • რას ურჩევენ პედიატრები მშობლებს ?
  • სხვა ქვეყნებში თუ სეირნობენ პარკებში პანდემიის დროს?

“დატოვეთ სახლი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში” - სისტემატურად მოგვიწოდებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, თუმცა ქალაქების დიდ პარკებსა და სკვერებში ხალხი ისევ სეირნობს. ზოგი ამბობს, რომ ეს ჯგუფები, კორონავირუსის გავრცელების გარდაუვალ წყაროს ქმნიან, ზოგი კი ასეთ თავშეყრაში პრობლემას ვერ ხედავს თუკი დისტანციის დაცვა მოხდება.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG