საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევაა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 8696-მდე გაიზარდა.
1 ოქტომბრიდან უკვე 2504 შემთხვევაა დადასტურებული:
1 ოქტომბერი - 448;
2 ოქტომბერი - 453;
3 ოქტომბერი - 471;
4 ოქტომბერი - 554;
5 ოქტომბერი - 578.
KENZO-ს დაამარსებელი COVID-19-ით გარდაიცვალა
პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან
წაიკითხეთ ასევე:
საქართველოში 375-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარიდანაა
კორონავირუსის გამო ქუთაისის 3 სკოლა დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა
კორონავირუსით მოსწავლეების ინფიცირების გამო, დღეიდან ქუთაისის ორ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში სწავლა ისევ დისტანციური, ონლაინ-რეჟიმით გაგრძელდა.
კორონავირუსი სამ უმცროსკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა 31 და 41 საჯარო სკოლებსა და ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში.
ქუთაისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების საჯარო და კერძო სკოლების I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან დაბრუნდნენ. 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლება გრძელდებოდა. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში, წერტილოვან შეზღუდვებს მიმართავენ.