ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლებზე ზემოქმედება პარტიული აქტივისტების მხრიდან, შემოწირულებათა ძალიან მაღალი ზღვარი და არათანაბარი დაფინანსება, დიდი ფულის ხარჯვა ღარიბ ქვეყანაში თუ პოლარიზებული და არაუსაფრთხო გარემო - ეს და სხვა შეფასებებია ასახული საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში. წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის საერთო სურათის დადებითად შეფასების მიუხედავად, ტექსტში დასმულია არაერთი მწვავედ კრიტიკული აქცენტი. ანგარიში შედგენილია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა (OSCE/ODIHR) და მისი პარტნიორების (EP, NATO PA, OSCE PA, PACE, ) მეთვალყურეთა დაკვირვების საფუძველზე. საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები გმობენ ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის ფაქტებს. მეტად კრიტიკულია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშიც. იხ. მეტი.
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო ბათუმში, სადაც ამომრჩეველთა 33,88 %-მა მისცა ხმა. ხმების უმრავლესობაა კი ამ ქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა, მას ბათუმელების 44,82% დაუჭირა მხარი. იხ. მეტი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისში ხმების საერთო რაოდენობის 47 % მიიღო, რაც თითქმის 19 %-ითაა მეტი „ქართული ოცნების” მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაზე. ქალაქის 59-ე საარჩევნო ოლქის 123 უბანზე დათვლილი ხმებით, ვაშაძეს მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისული 65 000 ამომრჩევლიდან 29 585-მა, სალომე ზურაბიშვილს კი - 18 059-მა. ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 156 051 ამომრჩეველი. იხ.მეტი.
"...ბატონ ბიძინას, ალბათ, არ ჰგონია, რომ ექვსი წელიწადი უყაირათოდ გაფლანგა და, რომ ამომრჩეველს ვერ გაუმართლა მოლოდინი და იმედები. სავარაუდოდ, ახლა იმას ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა ულვაშებიანი კაცია და, რომ, თუ მთლიანად ვერ მოპარსავს ულვაშს, რამენაირად ისე მაინც შეკრიჭოს, რომ ძალიან ჩხვლეტია და სახიფათო არ იყოს.
როგორც გააკეთებს ამას?
პატარა ტრიუკით, ალბათ, ვერ გამოძვრება." იხ. მეტი.