"...ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩვენს ერთ ხმასაც კი ოქროს ფასი აქვს საქართველოში და სწორედ არჩევნების დღეს ვწყვეტთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ შემდეგი რამდენიმე წელიწადი...
რამდენიმე წლის განმავლობაში და არა სამუდამოდ, არა საშვილიშვილოდ, არა "მეორედ მოსვლამდე". დემოკრატიას სწორედ ის პრივილეგია აქვს, რომ ხელისუფლებას დროებით ირჩევ - განსაზღვრული ვადით..." იხ.მეტი.
კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ოთხში გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა, ხოლო ოთხში - სალომე ზურაბიშვილმა. როგორც ირკვევა, რეგიონში გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა ყველაზე მეტად სურდათ თელავში, ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში, ხოლო სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ყველაზე მეტად სურდათ საგარეჯოში, სიღნაღში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში. იხ.მეტი.
წინასწარი შედეგების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ხმათა ძირითადი ნაწილი სამ კანდიდატზე გადანაწილდა. რეგიონში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმების, დაახლოებით, 46 % მოიპოვა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ყველა მოქალაქის საპატიო მოვალეობაა. ზაზა მელიქიძე ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება. იხ.მეტი.
ჰიპოტეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არის, ასე ვთქვათ, რეალური წარსული, როცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით და დღეს დახარჯული თანხის ნახევარი ფინანსური რესურსით, როცა არც ერთი გამგეობა თუ რაიონული სტრუქტურა არ გვეკუთვნოდა, 2013 წელს 62 %-იანი შედეგი დავდეთ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რას შეცვლიდა გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში? იხ.მეტი.