საიამ 10 საათისთვის 10 საჩივარი და 2 შენიშვნა დაწერეს საჩივრების წიგნში არჩევნების მიმდინარეობისას არსებული დარღვევების შესახებ. იხ მეტი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბათუმის 79-ე ოლქის მე-9 საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. პარტიის განცხადებით, საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს თანხას ურიგებდნენ მსუბუქ ავტომობილებში. მეცხრე საარჩევნო უბანთან სიებით მობილიზებული პირები აჭარის ტელევიზიამ დააფიქსირა. ადგილზე მისულ ჟურნალისტს ამ პირებმა უთხრეს, რომ სიით ამოწმებენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ თუ არა მოვალეობას და ასუფთავებდნენ თუ არა უბნის მიმდებარე ტერიტორიას. პირებმა, რომლებიც საარჩევნო უბანთან "ნისანის" მარკის ავტომანქანით იმყოფებოდნენ, სიები ჟურნალისტების მისვლისთანავე დამალეს.
არჩეულები და განდევნილები. რადიო თავისუფლება იხსენებს პირდაპირი გზით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტებს.
10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. იხ მეტი.