მთავრობა არჩევნების მეორე ტურისთვის მხარდამჭერების მობილიზებას იწყებს
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში უზრუნველყოფს იმ მხარდამჭერების მობილიზებას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიიღეს მონაწილეობა 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში. იხ. მეტი.
რატომ მოხდა ასე [საპრეზიდენტო არჩევნებზე]?
გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.
გადამწყვეტი 10 % მეორე ტურში - ვინ ვის ხმას წაიღებს?
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა, მთავარი კითხვაა, როგორ მოიქცევა ამომრჩეველთა ის 10 %, ვინც ხმა არც სალომე ზურაბიშვილს მისცა, არც გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი და არც დავით ბაქრაძის სასარგებლო არჩევანი გააკეთა? იხ. მეტი.
NDI-ის სადამკვირვებლო მისია 28 ოქტომბრის არჩევნების პროცესს აფასებს
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების დღემ საქართველოში ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმითა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტებით. NDI-ის სადამკვირვებლო ჯგუფმა, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად საგანგებოდ გამოკვეთა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების გარეთ კანდიდატების აქტივისტების მასშტაბური მობილიზების საკითხი. იხ.მეტი.