Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
14:43 28.10.2018

"5-დან 8 საათამდე „ქურდული ოცნება“ აპირებს მასობრივ გაყალბებას და კარუსელის დატრიალებას. იყავით ფხიზლად", - მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. მან ქუთაისში გამართა საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ.

14:49 28.10.2018

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, დაახლოებით 12 საათისთვის, ხმაური იყო გორის 96-ე საარჩევნო უბანზე.
ხმაური ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა გამოიწვია, რომელიც სიაში არ
აღმოჩნდა. საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

13:05 - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, სამტრედიის #16 უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რომლის დროსაც ამომრჩეველმა ჩაამტვრია მინა და ამომრჩველთა სამაგიდო სიის დაზიანებას შეეცადა. კომისიის თავმჯდომარემ პატრული გამოიძახა. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ უბანზე ხმის მიცემის პროცესი განახლდა.

13:00 - გურჯაანის #3 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთიდან ერთით ნაკლები ბიულეტენი დაბრუნდა.

13:00 - ზუგდიდის #31 უბანზე ამომრჩეველს ხმა პირადობის მოწმობის ასლით მიაცემინეს. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს, რომელთა დამკვირვებელმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით სარჩელი დაწერა.

14:50 28.10.2018

საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოვიდა რამდენიმე ათეული მოქალაქე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ოკუპირებული აფხაზეთის დამაკავშირებელი ხიდის მეორე მხარეს მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი დილის 7 საათზე გაიხსნა.

იხილეთ მეტი

15:18 28.10.2018

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ საარჩევნო დარღვევების მონიტორინგისთვის განკუთვნილ ვებ-საიტზე 15:20-სთვის 941 დარღვევა ფიქსირდება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG