Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
15:23 28.10.2018

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უბანზე მიჰყავს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთაც უკვე მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. მამუკა მდინარაძის თანახმად, ეს ადამიანები, რომელთაც მარკირების პროცედურა უკვე გავლილი აქვთ, ხელახლა ცდილობენ საარჩევნო უბნებზე შესვლას იმ მიზნით, რომ დარღვევები დაფიქსირდეს.

იხილეთ მეტი აქ

15:24 28.10.2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციამ 15:00 საათისთვი 10 საჩივარი დაწერა.

15:30 28.10.2018

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდება. სადამკვირვებლო მისია შეისწავლის არჩევნების მიმდინარეობის პროცესს და დააკვირდება რამდენად სამართლიანად და თავისუფლად ტარდება ხმის მიცემა. ეუთოს მისია დაკვირვების შედეგებს დასკვნის სახით 29 ოქტომბერს გამოაცხადებს.

15:55 28.10.2018

არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ 14 საათისთვის ქუთაისში დაწერა 4 საჩივარი, რომელიც ეხება საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსებას და გადასატან ყუთში ბიულეტენის კონვერტის გარეშე მოთავსებას.

კენჭისყრის დაწყებიდან დაახლოებით ექვს საათში 17 საჩივარი დაწერა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ რომელიც არჩევნებს აკვირდება ქუთაისში, ბაღდათში, ხონში, წყალტუბოსა და თერჯოლაში.

იხილეთ მეტი აქ

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG