Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელოს“ საჩუქრისთვის ადგილს ვერ პოულობენ


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ხის კოტეჯის კონსტრუქცია მიიტანეს, რომლის ჩუქებასაც გუგუტიანთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახისთვის აპირებენ. თუმცა, ადგილზე გაირკვა, რომ გიგუტიანთკარელი რაზმაძეები საჩუქრის მისაღებად მზად არ არიან.

„ჩვენ ჩამოვიტანეთ ყველანაირად კეთილმოწობილი კოტეჯი, აღჭურვილია გათბობით დაავეჯით, ყვეელანაირი საყოფაცხოვრებო პირობებით.კოტეჯის დასადგმელად მიწის გამოყოფის თაობაზე მერიის პრესსამსახურის თანმაშრომელთან გვქონდა სატელეფონო საუბარი, მაგრამ ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ოფიციალურად არ მიგვიმართავს მათთვის. დაველოდებით, რომ რაზმაძეებს გუგუტიანთკარში გამოუყონ მიწის ნაწილი, სადაც სახლი დაიდგმება“,- ეუბნება საზოგადოებრი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელი თეონა დოლენჯაშვილი რადიო თავისუფლებას.

17 აგვისტოს "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება.

რაზმაძეების სახლი ოკუპირებული ტეტორორიაზე მოექცა.მისი და კიდევ ერთ ოჯახისგუგუტიშვილების მიწის ნაკვეთები ასევე მოხვდა ოკუპირებულ საზღვრებში, მას შემდეგ რაც 7 აგვისტოს გუგუტიანთკარის განაპირას 7 აგვისტოდან ე.წ საზღავის მოწყობა დაიწყეს საოკუპაციო ძალებმა.

რაზმაძეების ოჯახს, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სახლი დაენგრა. სახელმწიფოსგან ფინანსური კომპენსაცია გადაეცა. რაზმაძეები ამჟამად ცხოვრობენ გორში, სადაც მიწის ნაკვეთი შეიძინეს და პატარა სახლი ააშენეს.

გუგუტიშვილები სოფელში დარჩნენ და გუგუტიანთკარის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ საჩუქრის მიღებაზე რაზმაძეების ოჯახი უარს არ ამბობს, მაგრამ ერთ პირობას აყენებენ - კოტეჯის ასაწყობი მასალა გორში, კუთვნილ სახლთან მიუტანონ, ან იქვე დადგამენ, ან გუგუტიანთკარში ააშენებენ, მას შემდეგ რაც საჭირო მიწის ნაკვეთს მოძებნიან. ლევან რაზმაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მადლობელია, მაგრამ გუგუტინთკარში, საიდანაც ხალხი გამორბის სახლის დადგმა გაუჭირდება.

„ჩემი აზრი ეგ არის, თუ მოტანა უნდათ, მომიტანონ, სახლში დამიდგან, გამოვნახავ ადგილს და ავიშენებ, თუ არადა, როგორც უნდათ ისე გააკეთონ, განა უარს ვამბობ, მაგრამ ხალხო, სახლია ცოტა ნორმალური ადგილი ხო უნდა გამოვნახო სადაც დავიდგამ. არის გამგეობის მიერ გამოყოფილი ადგილები გუგტიანთკარში, მაგრამ საშიშია, ზედ მავთულხლართთან არის, ან მიგდებულ ადგილას, ცოტა ისეთ ადგილი მინდა, რომ მყიდრო იყოს და მივიდე და ვიცხოვრო, ვერ ვშოულობ გასაყიდ ნორმალურ ადგილს, რომ იციან, რომ მთავრობა მეხმარება, ხალხი მიდგას გვერდში, ორმაგ და სამმაგ აფასებენ, ვერ ვშოულობ გასაყიდ მიწას. ხოდა მავაცადონ ცოტა ხანს, დამიტოვონ ეს სახლი და რომ ვიშოვი ადგილსმერე დაგიდგამ. განა მადლობელი არ ვარ?!“- ამბობს ლევან რაზმაძე.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელი თეონა დოლენჯაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას. ამ კოტეჯს გორში არ დადგამენ, მისი დადგმა თავიდანვე დაგეგმილი იყო გუგტიანთკარში

„ეს კოტეჯი რომ რაზმაძეებს გორში, სადღაც კორპუსების წინ დავუდგათ, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი იყო ამ ოჯახს ეცხოვრა ე.წ. საზღვართან გუგუტიანთკარში და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ რაზმაძეების ოჯახი უარის იტყვის ამ კოტეჯზე ან მაინცდამაინც გორში, სადღაც კორპუსებთან დადგმას მოითხოვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ მიგვაჩნია სწორად. შესაძლოა, ეს შენობა გადავცეთ სხვა ოჯახს, რომელიც ცხოვრობს ე.წ. საზღვის სიახლოვეს და იცხოვროს იქ“, - უთხრა „ლელოს“ წარმომადგენელმა თეონა დოლენჯაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მისი სიტყვებით, საბოლოო გადაწყვეტილებას კოტეჯთან დაკავშირებით, უახლოეს საათებში მიიღებენ.

უკავშირებს თუ არა თეობა დოლენჯაშვილი წარმოქმნილ უხერხულობას პოლიტიკას, ამ კითხვაზე ის პასუხობს, რომ როდესაც მამუკა ხაზარაძემ რაზმაზეებისთვის სახლის ჩუქების გადაწყვტილება, მოძრაობა „ლელო“ ჯერ შექმნილი არ იყო, თუმცა, მას პოლიტიკური კონტექსტის გამორიცხვა მაინც უჭირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG