Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგარის ლაბორატორია პასუხს სცემს ბრალდებებს


რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრი
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრი

მას მერე, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს და კიდევ ერთხელ დასდო მას ბრალი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ფლობაში, ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პრესკონფერენცია გამართა. ამირან გამყრელიძის თქმით, რუსულ დეზინფორმაციას მიზანში აქვს ამოღებული ის წარმატებული პროგრამები, რომლებსაც ლაბორატორია ახორციელებს. მათ შორის არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ლუგარის ლაბორატორია ამ პროგრამის გარე კონტროლს ახორციელებს. შედეგად 2015 წლიდან 4 3011 პაციენტი სრულიად განიკურნა.

პრორუსული მედია კი ისევ აგრძელებს ლუგარის ლაბორატორიის მისამართით ბრალდებებს. პრორუსულ ონლაინგამოცემებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან ჟონავს ელექტრონული მიმოწერები, რომელიც ლაბორატორიის საწინააღმდეგოდ არაფერს ამტკიცებს, თუმცა აჩენს კითხვას, საიდან ჩაუვარდა ის ხელში რუსულ პრორუსულ მედიას. ამ საკითხზე უკვე დაწყებულია მოკვლევა.

ლუგარის ლაბორატორიაში არაერთი მედიატურია მოწყობილი, მათ შორის რუსი ჟურნალისტებისთვისაც. 14-15 ნოემბერს კი ლაბორატორია გერმანულ მხარესთან ერთად მართავს საერთაშორისო ღონისძიებას. მასზე მიწვეულები არიან რუსი მკვლევარებიც, თუმცა მათგან პასუხი არ ისმის.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG