Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მაგთიკომის" აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება აღუდგათ


"​მაგთიკომის" მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, აბონენტები უკვე შეუფერხებლად იღებენ ინტერნეტს.

"გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ მიმწოდებელ კომპანიას, კავკასუს ონლაინს 22 მარტს 17:10 საათზე შეექმნა ტექნიკური პრობლემა, რის შედეგადაც მაგთიკომის აბონენტებს გლობალურ რესურსებთან წვდომა შეეზღუდა.

ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია და ყველა აბონენტს სერვისი მიეწოდება შეუფერხებლად.

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის." - წერია კომპანიის ფეისბუკის გვერდზე.

22 მარტს, დღის მეორე ნახევარში მაგთიკომის აბონენტებს შეფერხებით მიეწოდებოდათ ინტერნეტი. აბონენტთა ნაწილმა პროვაიდერისგან მიიღო შეტყობინება ინტერნეტის გლობალურ სერვისთან წვდომის შეზღუდვის შესახებ.

XS
SM
MD
LG