Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სია: ვის შეუძლია ორ საჯარო სამსახურში ერთდროულად მუშაობა


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

სადავო პარლამენტმა ოქტომბრის ბოლოს მიიღო ახალი კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურში დასაქმებულს აეკრძალა სხვა ანაზღაურებადი საქმის შესრულება უნებართვოდ.

1 ნოემბრიდან საჯარო მოსამსახურეებს საჯარო სექტორში დამატებითი საქმიანობა და ანაზღაურების მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეუძლიათ. კანონის მე-13 მუხლიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომელშიც ეწერა, რომ დასაქმებულებს „იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში“ შეთავსებით მუშაობის უფლება ჰქონდათ.

  • საჯარო მოსამსახურისთვის ნებადართულია სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობა [ასეთი ნებართვა არ ესაჭიროებათ სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს] - ნებართვა ერთჯერადია და მოქმედებს 1 წლის განმავლობაში;
  • ხელმძღვანელის უარის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას;
  • წერილობითი ნებართვის მექანიზმი ვრცელდება მოსამართლეებზეც;
  • საჯარო სამსახურში, მათ შორის სსიპ-ში, ა(ა)იპ-ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს უფლება აქვს, შეასრულოს ანაზღაურებადი სამუშაო, მაგრამ არა საჯარო სამსახურში;
  • საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს უფლება აქვს, მიიღოს კანონით დაშვებული „სხვა სარგებელი“ - ერთჯერადი და ერთწლიანი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ.

საქართველოს მთავრობამ 28 ოქტომბერს მიიღო დადგენილება, რომლითაც დამატებით განსაზღვრა იმ პროფესიული სფეროების ჩამონათვალი, რომლებში დასაქმებულ ადამიანებსაც შეუძლიათ სხვა ანაზღაურებად სამსახურებში მუშაობა:

  • სივრცითი დაგეგმარების, ურბანიზაციის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფერო;
  • გარემოს დაცვის სფერო;
  • ფიზიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო;
  • სოფლის მეურნეობისა და სატყეო სფერო;
  • საინფორმაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფერო;
  • სტატისტიკისა და ანალიტიკის სფერო;
  • დაზღვევის სფერო;
  • სამედიცინო სფერო;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფერო;
  • სოციალური კეთილდღეობის სფერო;
  • განათლების სფერო;
  • აუდიოვიზუალური მეთოდებისა და მედიაპროდუქციის წარმოების სფერო;
  • კულტურის სფერო;
  • მთარგმნელობითი საქმიანობა;
  • სამართლის სფერო;
  • უსაფრთხოების სფერო;
  • პროფესიული და ტექნიკური სფერო;
  • კრიმინალისტიკური სფერო;
  • სასაქონლო ექსპერტიზის სფერო;
  • საარჩევნო სფერო;
  • საწარმოო ინჟინერიის სფერო;
  • ტრანსპორტის სფერო.

დეტალური აღწერილობის სანახავად ეწვიეთ ამ ლინკს.

ახალი წესის დამრღვევს საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობა ორი წლის განმავლობაში აღარ შეეძლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG