აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეს, 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი მიაწოდა.
"აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ოკუპაციის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილების შემდეგ, მეზობელ ქვეყანაში ტვირთების გადაზიდვა გრძელდება“, - წერს სააგენტო Trend-ი.
მანამდე აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ უსაფუძვლოდ მაღალი ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის. თბილისში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერად იმპორტს“, სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებს.
თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, მიღწეულია თუ არა შეთანხმება შემდგომი გადაზიდვების ტარიფებთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანული გამოცემა Minval Politika ირწმუნება, რომ ბაქო სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს „თბილისის სატარიფო დემარშის საპასუხოდ“.
ფორუმი