ამის შესახებ განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე. ამ ცნობას ავრცელებს ჯგუფი Faridaily.
რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტროს პროგნოზით, რუსეთის მშპ მიმდინარე წელს იქნება 217,3 ტრილიონი რუბლი. შესაბამისად, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის გამოთვლით, უკრაინასთან ომზე დახარჯულია 11,1 ტრილიონი რუბლი.
როგორც იუწყებიან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თავდაცვის სამინისტრო ასაჯაროებს ომის ხარჯებს. ამ დრომდე ქვეყნდებოდა ფედერალური ბიუჯეტის მხოლოდ ზოგადი ხარჯები, გრიფით "სახელმწიფო თავდაცვა" - რომელიც ასევე მოიცავს ინვესტიციებს მშენებლობაში, ახალი იარაღის განვითარებასა და სხვა ხარჯებს.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს "სახელმწიფო თავდაცვის" ხარჯები შეადგენს 13,5 ტრილიონ რუბლს, და უკრაინასთან ომზე დახარჯული იქნება ამ თანხის დაახლოებით 82 პროცენტი.
ფორუმი