Accessibility links

მეტრო, რომელიც არ მუშაობს


მეტროს სადგური გაფიცვის დღეს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროს მემანქანეებს მოუწოდა, „ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. კახა კალაძის ეს განცხადება მოჰყვა მეტროს მემანქანეების გაფიცვას, რის გამოც თბილისის მეტრო 4 ივნისს დილიდან დაიკეტა. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ შრომის საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 7-დან 10 ლარამდე და მოთხოვნის შესრულებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:10 0:00
Direct link
მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლების ინტერესებსა და კანონზე მაღლა...
კახა კალაძე

მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეთა ინტერესის გაუთვალისწინებლობა უსაყვედურა. მისი თქმით, მეტროს მემანქანეთა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ შეიძლება დააზიანოს დედაქალაქი და მისი მოსახლეობა. კალაძე ამბობს, რომ არ დაუშვებს, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო. მან ისიც აღნიშნა, რომ მეტროს მემანქანეთა სახელფასო ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა დასაქმებულებისა:

მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლების ინტერესებსა და კანონზე მაღლა. მემანქანეთა ხელფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების ხელფასები და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების ხელფასებიც.

მდგომარეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მდგომარეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ხელფასების შედარებისას თბილისის მერია მხედველობაში არ იღებს რამხელა ხელფასები აქვთ თავად სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ რგოლში, აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე, რომელიც მეტროს თანამშრომელთა გაფიცვას ესწრება. მისი თქმით, ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მეტროს თანამშრომლებთან მოლაპარაკებაა:

ამ შედარებებში ისინი არ იყენებენ საკუთარ ხელფასებს, მეტროს, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის ხელფასს, რომელიც ძალიან მასშტაბურია. კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზაა, რომ მათ დაიწყონ მოლაპარაკება მეტროს მემანქანეებთან”.

12 საათს ვმუშაობ, მაგრამ ანაზღაურებადია თერთმეტსაათ-ნახევარი. საათში მიხდიან 4 ლარსა და 8 თეთრს. ადმინისტრაციისგან მოვითხოვთ [2013 წელს] რა მსყიდველობითი ძალაც ჰქონდა ამ თანხას, იმავე ნიშნულზე დააბრუნონ...
ხათუნა ჩიტიშვილი

მეტროს გაფიცული თანამშრომლები მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდიან და ამბობენ, რომ მათი პროტესტი უკიდურესმა აუცილებლობამ განაპირობა. მეტროს თანამშრომლები ხელფასების 45 %-ით გაზრდას მოითხოვენ.

ბესიკ ავლოხაშვილი, მემანქანე: „ჩვენი ოჯახის წევრები დადიან მეტროთი, უკიდურეს მდგომარეობამდე მივედით და იმიტომ მოვიქეცით ასე, თორემ ამის გამკეთებელი არავინ იყო. თუ ასე გააგრძელეს და არ მოგველაპარაკნენ და ჩვენს მოთხოვნებს არ დასთანხმდნენ, ხვალ დილასაც გაჩერებული იქნება მოძრაობა“.

ხათუნა ჩიტიშვილი, მოძრაობის სამსახურის თანამშრომელი: „12 საათს ვმუშაობ, მაგრამ ანაზღაურებადია თერთმეტსაათ-ნახევარი. საათში მიხდიან 4 ლარსა და 8 თეთრს. ადმინისტრაციისგან მოვითხოვთ [2013 წელს] რა მსყიდველობითი ძალაც ჰქონდა ამ თანხას, იმავე ნიშნულზე დააბრუნონ“.

​გაფიცვის გამო „შესაძლებელია, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, უთხრა მედიას, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის პასუხისმგებლობას გულისხმობდა - დისციპლინურ პასუხისმგებლობას, სამსახურიდან დათხოვნას თუ რას.

მეტროს გაფიცული თანამშრომლების იურისტის ბექა ბადრიშვილის განცხადებით, აქცია ლეგიტიმურია და გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა კი - სისხლის სამართლებრივი დანაშაული.

18 მაისს სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტრანსპორტის სამსახურის შუამდგომლობა და მეტროში დასაქმებულ მემანქანეებს სამუშაო დღეების განმავლობაში გაფიცვაში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა. 3 ივნისს, კვირას, არასამუშაო საათებში მეტროს თანამშრომლებმა გაფიცვის უფლებით ისარგებლეს და შიმშილობა დაიწყეს. აქციის გამო მემანქანეთა იმ ნაწილმა, რომელსაც დღეს დილით უწევდა სამუშაო ცვლაში ჩადგომა, ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის გამოც მეტრო ვერ გაიხსნა.

თბილისის მეტროპოლიტენით ყოველდღიურად 400 ათასამდე მგზავრი სარგებლობს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG