Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნონა გაფრინდაშვილი მერვედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანებს შორის


ნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილმა სენიორ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა.

ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა მორიგ წარმატებას 81 წლის ასაკში მიაღწია - იტალიის ქალაქ ასისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან 65 წელს ზემოთ ასაკის ყველა კონკურენტს აჯობა.

ნონა გაფრინდაშვილის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ზურაბ სტურუა, 50 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ამავე ასაკობრივ ჯგუფში, ქალთა შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების დათვლის შემდეგ დათმო უმაღლესი ტიტული და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG