რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინის სასარგებლოდ მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს 12,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ რუსეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც მეორე ბრალი წაუყენეს, მოითხოვს მისი საქმე ღია სასამართლო სხდომებზე განიხილებოდეს.
კანადამ დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთს. ამის შესახებ 9 ნოემბერს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა პარიზში, "დიდი შვიდეულის" (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოინათლა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ნაირა ამალია წერს. მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც, სავარაუდოდ, მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაშია გადაღებული.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკი „ამ ეტაპზე და მომდევნო წლებში“ არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებასა და დანერგვას და ის „ნაღდ ფულს არ ჩაანაცვლებს“.
9 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეტევა მიიტანეს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე „მოროზოვის სახელობის ქარხანაზე“. სამხედრო დანიშნულების ამ ქარხანაზე დარტყმის შესახებ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
კრემლი ჟურნალისტებს ურჩევს, აშშ-ის პრეზიდენტისკენ მიმართონ შეკითხვები მის განცხადებაზე, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებული შეთანხმების შემდეგ უკრაინას „ცოტა განსხვავებული ფორმა" ექნება.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 3 170 უცხოელი გააძევეს, მათ შორის 77 არასრულწლოვანი. ეს 2,4-ჯერ აღემატება 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს, როცა ქვეყნიდან 1 311 ადამიანი გააძევეს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 363 იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მზადაა გამოძიების ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის ნანა ყეინიშვილის საქმეზე, თუმცა ჯერჯერობით პროკურატურას მისთვის არ მიუმართავს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აირჩია.
ჩამოტვირთე მეტი