რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამა 2014 წელს დაწყო, რათა პერსპექტიულ ჟურნალისტებს დაეხმაროს თავიანთი პროფესიულ საქმიანობაში და ხელი შეუწყოს ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის" ქვეყნებში პლურალიზმის განვითარებას. სტიპენდიატები რვა თვეს დაყოფენ რთე/რთ-ის ადგილობრივ ბიუროებში, სადაც ისინი იმუშავებენ და ტრენინგს გაივლიან რთე/რთ-ის პროფესიონალების ზედამხედველობით. პროგრამა ითვალისწინებს მათი ჟურნალისტური უნარების ამაღლებას და თავისუფალი პრესის განვითარებაში წვლილის შესატანად მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.
პროგრამა ფინანსდება ჩეხეთის რესპუბლიკაში აშშ-ის საელჩოს მიერ და იმართება "რადიო თავისუფლების" მიერ. 2017-2018 წლის პროგრამის წევრები შეარჩიეს მოლდავეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.
"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" (რთე/რთ) იღებს განაცხადებს 2018-2019 რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამისთვის.
პროგრამის არსია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების პერსპექტიულ ჟურნალისტებს ხელი შეუწყოს პროფესიულ განვითარებაში, მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად.
პროგრამა ხელმძღვანელობს რთე/რთ-ის მისიით, უზრუნველყოს ზუსტი, თავისუფალი ჟურნალისტიკა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. პროგრამა, რომელიც უკვე მეოთხე წელია რაც ტარდება, ფინანსდება ჩეხეთში აშშ-ის საელჩოს გრანტის მეშვეობით.
პროგრამის შინაარსი
სტიპენდიატებს კონკურსის მეშვეობით შეარჩევენ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან და მათ რთე/რთ-ის ადგილობრივ ბიუროებში გაანაწილებენ. ისინი ჩართული იქნებიან ბიუროს ყოველდღიურ საქმიანობაში, სადაც ისინი სრულ განაკვეთზე იმუშავებენ ყველა ჟურნალისტურ პლატფორმაზე და მონაწილეობას მიიღებენ სარედაქტორო დისკუსიებში რთე/რთ-ის პროფესიონალების დახმარებისა და მეთვალყურეობის პირობებში. პროგრამით გათვალისწინებულია, რომ სტიპენდიატებმა გაიძლიერონ ჟურნალისტური უნარები და ცოდნა, განივითარონ სარედაქციო გადაწყვეტილებების უნარი, განავრცონ თავიანთი პროფესიული კავშირები და გაიღრმავონ ცოდნა თავიანთ ქვეყანაში თავისუფალი პრესის როლის შესახებ.
ინგლისური ენის ცოდნა არ არის აუცილებელი.
პროგრამა 8 თვე გრძელდება, დაახლოებით 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი რთე/რთ-ის შტაბ-ბინაში, პრაღაში, დამატებითი პროფესიონალური განვითარებისათვის.
პროგრამის მონაწილეები პროგრამის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში მიღებენ თვიურ სტიპენდიას ადგილობრივი ხელფასის შკალის მიხედვით, სამუშაო ადგილს რთე/რთ-ის შესაბამის ბიუროში. ასევე მათ გადაუხდიან პრაღაში გამგზავრებისა და საცხოვრებელი ბინის ღირებულებას. საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იქნებიან ის სტიპენდიატებიც, რომლებსაც ადგილობრივ ბიუროში სხვა ადგილიდან ჩასვლა მოუწევთ.
განაცხადი
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ჟურნალისტებს აზერბაიჯანიდან, მოლდავეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა არის
2018 წლის 24 სექტემბერი, ორშაბათი
განაცხადები რთე/რთ-ში უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: hokuvovaj@rferl.org
შევსებულ განაცხადში უნდა შედიოდეს შემდეგი მასალები:
- სამოტივაციო წერილი: ის უნდა შეიცავდეს მიზეზებს, რატომ სურს განმცხადებელს სტიპენდიის მოპოვება; ჟურნალისტურ ინტერესებს, ღირებულებებს ან გამოცდილებებს, რაც პროგრამაში მონაწილეობისათვის უფლებამოსილს გახდის კანდიდატს; კანდიდატის პროფესიული მიზნებს პროგრამის დასრულების შემდგომ.
- CV: უნდა შეიცავდეს პირად ინფორმაციას, პროფესიულ გამოცდილებას, ინფორმაციას განათლების შესახებ, ინფორმაციას ენების ცოდნის შესახებ. წარმოდგენილ უნდა იქნეს CV-ს ინგლისურენოვანი ასლიც.
- კანდიდატის სამუშაო ენაზე, ნებისმიერ პლატფორმაზე შესრულებული ორი ნაშრომის ნიმუში. ისინი უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში უნდა იყოს გამოქვეყნებული და წარმოაჩენდეს კანდიდატის საუკეთესო ნამუშევარს.
რთე/რთ შეიძლება კანდიდატებს გაესაუბროს პირადად, ტელეფონით, ან „სკაიპის“ მეშვეობით.
პირადი ინფორმაცია
განაცხადის გაგზავნით, მე რთე/რთ-ს ვუცხადებ თანხმობას რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამის შეფასების პროცესისთვის ჩემი პირადი ინფორმაციის შენახვასა და დამუშავებაზე. ინფორმაცია შენახული იქნება 2018 წლის 24 სექტემბრიდან მოყოლებული 6 თვის განმავლობაში.
შერჩევის პროცესი
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსით - მათი კვალიფიკაციის, ბიუროს საქმიანობაში წვლილის შეტანის უნარის, პროგრამის მისიის ერთგულების, პროფესიული მოტივაციისა და მიზნების საფუძველზე, რაც აღნიშნული უნდა იყოს სამოტივაციო წერილში.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატებს ეცნობებათ
ოთხშაბათს, 2018 წლის 10 ოქტომბერს.
შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართეზე: hokuvovaj@rferl.org.