Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის განიხილავს ანწუხელიძეების საქმეს სტრასბურგის სასამართლო


განხილვას ელოდება საქმე სახელწოდებით „ანა და ლევან ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2010 წლის 8 აპრილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაგზავნა. ანა და ლევანი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილები არიან. 2008 წლის აგვისტოში, როცა გიორგი ანწუხელიძე ცხინვალში წამებით მოკლეს რუსმა და ოსმა სამხედროებმა, მისი უმცროსი შვილი, ანა, ჯერ დაბადებული არ იყო, ხოლო უფროსი შვილი, ლევანი, მხოლოდ 10 თვის იყო.

გიორგი ანწუხელიძე - გმირის სახელი და ხსოვნა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:16 0:00

მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში საჩივრის გაგზავნიდან რვა წელი გავიდა, საიაში დარწმუნებული არიან, რომ 2008 წლის ომის გამო დაზარალებულ პირთა ინდივიდუალური საჩივრები აუცილებლად განიხილება და ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეორე სახელმწიფოთშორის დავასთან დაკავშირებით.​ როგორც საიას იურისტმა ნინო ჯომარჯიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სტრასბურგის სასამართლო დადგენილი პრაქტიკით ხელმძღვანელობს და სახელმწიფოთშორის საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დიდწილად განსაზღვრავს ინდივიდუალური საჩივრების განხილვის შედეგებს.

საქართველომ მეორე სახელმწიფოთშორისი საჩივარი სტრასბურგში 2008 წლის 11 აგვისტოს წარადგინა და, მთელი რიგი პროცედურების გავლის შემდეგ, სასამართლოს დიდი პალატა 23 მაისს გავიდა გადაწყვეტილების გამოსატანად. გადაწყვეტილების მომზადება კი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეს მოითხოვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სტრასბურგში გაგზავნილი აქვს 53 ინდივიდუალური საჩივარი, 362 ადამიანის სახელით. ისინი ყველანი რუსეთის ფედერაციას უჩივიან, რადგან 2008 წელს სწორედ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდნენ. მათ შორის არიან ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, შვილები - ანა და ლევანი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG