Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო მატჩზე შეზღუდვები არ გავრცელდება


საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა არ გადაიდება და, რაც მთავარია, თამაშზე დასწრება გულშემატკივრებსაც შეეძლებათ. 26 მარტს, საქართველოს სარაგბო ნაკრებმა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთის ნაკრებს უნდა უმასპინძლოს. კორონავირუსის გაზრდილი რისკის გამო, ამ მატჩის გადადების ან მაყურებლის გარეშე ჩატარების შესაძლებლობაზე ბოლო დღეებში ბევრი საუბრობდა. ოფიციალური ინფორმაცია კი ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

აქვე განცხადება, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა:

„ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, შექმნილი ვითარების გათალისწინებით, ღია სივრცეზე (ღია სტადიონი) რაიმე სახის შეზღუდვის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან არ არის. ვინც უკვე შეიძინეთ ბილეთები და აპირებთ სტადიონზე მოსვლას, გთხოვთ, ყველამ ერთად გავითვალისწინოთ და დავიცვათ სახელმწიფოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული ჰიგიენური და პრევენციული რეკომენდაციები“.

ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წლეულს ოთხივე თამაში მოიგეს და ჩემპიონის ტიტული შეჯიბრების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.

XS
SM
MD
LG