Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინელებმა და "უკვდავი პოლკის" წევრებმა გორში მსვლელობა მოაწყვეს


სტალინელებმა, კომუნისტებმა, "უკვდავი პოლკის" წევრებმა და მათმამხარდამჭერებმა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისაღსანიშნავად გორის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს .
70-დან 80-მდე ადამიანს ხელში ეკავა " "საქართველოს უკვდავი პოლკის" პლაკატები, საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინის ფოტოები და წითელი დროშები. მანამდე მსვლელობის მონაწილეებმა მიტინგი გამართეს სტალინის სახლ-მუზეუმთან, სადაც წაიკითხეს მიმართვა და ადგილობრივ ხელისუფლებას გორში სტალინის ძეგლის დადგმა მოსთხოვეს. "მოვითხოვთ გენერალისიმუსის, დიდი ბელადის, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ძეგლის დადგმას ისევ იმ ადგილზე, სადაც ათეული წლები იდგა, მაგრამ ხელისუფლებამ ხალხისგან ფარულად, ღამე დაანგრია", ითქვა მიტინგზე.


აქვე გამომსვლელები მიესალმნენ "უკვდავი პოლკის" მონაწილეობას ღონისძიებაში. ზურაბ მეზვრიშვილმა, რომელმაც სტალინის სახლ მუზეუმთან "უკვდავი პოლკის" პლაკატები მიიტანა აქციის დაწყების წინ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლკის წევრია ყველა საბჭოთა ვეტერანი, ვინც ფაშიზმს ებრძოდა. მან დასძინა, რომ "უკვდავი პოლკის" პლაკატები თავად დაბეჭდა. მეზვრიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა მიმდინარე წლის 20 აპრილს დააფუძნეს ორგანიზაცია "მეგობრობა და სამართლიანობა". "ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს საბჭოთა კავშირის აღდგენას. ამაში ცუდი არაფერია", თქვა ზურაბ მეზვრიშვილმა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ
"უკვდავი პოლკი" მათი ორგანიზაციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა არაფერი იცის ანალოგიური სახელწოდების რუსული ორგანიზაციის შესახებ. მეზვრიშვილმა რადიო თავისუფლებას ისიც უთხრა, რომ არ იცის, ვინ შექმნა "უკვდავი პოლკის" გვერდი სოციალურ ქსელში. "Бессмертный полк" რუსული პროექტია, რომელსაც დანაყოფები აქვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG