Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენ და ჩვენი ფსიქიკური პრობლემები


ფოტოს ავტორი: სოფო ჩიქოვანი
ფოტოს ავტორი: სოფო ჩიქოვანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იხსნება სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს უფასოდ შესთავაზებს ფსიქოლოგიურ სერვისს. ამ ტიპის ცენტრები მსოფლიოს არაერთ წამყვან უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და მათი არსებობა იმ პრობლემებით არის გამოწვეული, რომლებიც სტუდენტებს აქვთ და რომელთან გამკლავებაც მარტო, სპეციალისტების დახმარების გარეშე რთულია.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, რომელიც 9 ქვეყნის 19 უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქიკურ პრობლემებსა და მკურნალობის “ღრიჭოს” (რამდენს აქვს საჭიროება და რამდენი ეძებს დახმარებას) შეეხება, გაანალიზდა 9 ქვეყნის 19 უნივერსიტეტის სტუდენტთა მდგომარეობა და აღმოჩნდა რომ პირველკურსელთა 35%-ს რომელიმე ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება. აშლილობათაგან ყველაზე მეტად გავრცელებული დეპრესიაა, შემდეგ მოდის გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, მერე ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება, ნივთიერებების ავად მოხმარება და სხვა, მაგრამ წამყვანი მაინც დეპრესია და შფოთვაა. როცა გაანალიზეს, როდის იწყება დეპრესია, ვნახეთ, რომ დეპრესიის ეპიზოდი იწყება 14 წლის ასაკში, ნივთიერებების ავად მოხმარება 16 წლის ასაკში. ეს კვლევა ფაქტობრივად ზარია, წითელი ალამი, რომ განვავითაროთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურები,” - გვეუბნება ფსიქიატრი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნინო მახაშვილი.

ნინო იმასაც ამბობს, რომ დღეს გავრცელებული ფსიქიკური აშლილობები ბევრად გაახალგაზრდავებულია. არსებული სტატისტიკით ფსიქიკური აშლილობების 75% 24 წლამდე ასაკში ყალიბდება, 50% კი 14 წლამდე ასაკში იჩენს თავს დამათი სიმძიმის შესამცირებლად ყველაზე ეფექტიანია მათი დროულად პოვნა და სწორად ჩარევა.

ჩვენ და ჩვენი ფსიქიკური პრობლემები
please wait

No media source currently available

0:00 0:06:42 0:00

ცენტრის ერთ-ერთი მისია არის ფსიქიკური პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება და იმ სტიგმის მოხსნაც, რაც საზოგადოებაში არსებობს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG