საჩივრის საგანი პოლიციის მიერ ეგრეთ წოდებულ “ზვიადისტურ ძალთა” მიტინგების უკანონო დარბევა იყო, რის შესახებ სახალხო დამცველის, ნანა დევდარიანის პირველ მოხსენებაშიც იყო საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის აღძვრიდან თითქმის 10 თვე გავიდა, პროკურატურა გამოძიების დამთავრებას არ ჩქარობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებულ მოკვლევაში კი ნათქვამია, რომ მიტინგების დაშლის პროცესში რაიმე უკანონობა არ აღნიშნულა.
იმ პერიოდში, როცა ხსენებული მოკვლევა ჩატარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დღევანდელი გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ძალთა გაერთიანების ლიდერები შიშობენ, რომ პროკურატურაც იმავე დასკვნას გამოიტანს, რაც თავის დროზე სამინისტრომ გააკეთა. ყოფილი პოლიტპატიმრის, ბიძინა გუჯაბიძის თქმით, თუ სამინისტროს დასკვნას დავუჯერებთ, პოლიცია სრულიად უდანაშაულოა: [ბიძინა გუჯაბიძის ხმა] “იქ მოიკვლიეს და დაადგინეს და პროკურატურის საქმეშიც დევს ეს მასალა, თითქოს იქ რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თითქოს ყველაფერი კანონიერად ჩატარდა, პოლიციას ხელი არავისთვის უხლია და ჩვენ ტყუილს ვამბობდით…”
საჩივარი 25 თებერვალს პოლიციის მიერ მიტინგის დარბევას შეეხება. პოლიციამ ქალაქის პოლიციის მაშინდელი უფროსის სოსო ალავიძის, მისი მოადგილის მიხეილ სალაძისა და სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის თემურ მღებრიშვილის მეთაურობით ფილარმონიასთან შეკრებილებს მიტინგის დაწყებაც კი არ აცალა:
[ბიძინა გუჯაბიძის ხმა] “მიტინგი დაწყებულიც კი არ გვქონდა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიასთან, როცა აგვიყვანეს და სხვადასხვა მიმართულებით წაგვიყვანეს: ზოგი კოჯრისკენ, ზოგი წყნეთისკენ, ზოგი ცხვარიჭამიისა და ზოგიც საგარეჯოსკენ, სადაც ტყეში, გზაზე ჩამოგვყარეს და მიგვატოვეს ბედის ანაბარად. პირადად მე საგარეჯოს გამაცილეს და იქ ჩამომსვეს…”
“ეროვნულ ძალთა გაერთიანების” ლიდერების აზრით, ზემოთქმულიდან ცხადად ჩანს, რომ პოლიციამ დანაშაული ჩაიდინა:
[ბიძინა გუჯაბიძის ხმა] “ეს არის ადამიანის გატაცების კლასიკური ნიმუში, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთის კლასიკური ნიმუში, ეს არის სამსახურებრივი გადაცდომის კლასიკური ნიმუში…”
პროკურატურა დიდხანს აჭიანურებდა საქმის აღძვრას. მთაწმინდა-კრწანისისა და ქალაქის პროკურატურებმა მასალები რამდენჯერმე გადაუგზავნ-გადმოუგზავნეს ერთმანეთს და საქმეს მსვლელობა მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც მაშინ ახლად დანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა გია მეფარიშვილმა მასზე პირადი კონტროლი დააწესა. თუმცა, ახალი პროკურორის შემართება ხანგრძლივი ვერ გამოდგა და საქმე დაზარალებულთა დაკითხვით ამოიწურა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მიტინგის დარბევის დიდძალი ვიდეომასალა, გამოძიება აცხადებს, რომ საქმის გახსნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია:
[ბიძინა გუჯაბიძის ხმა] გამომძიებელი ამბობდა, რომ ჩვენ გაგვიჭირდება ამის დამტკიცება. მისი თქმით, თუ ჩვენ ზუსტად არ დავახასიათებდით იმ პიროვნებას, ვინც მაშინ ხელი მოგვკიდა და არ ავსახავდით ზუსტად ისე, როგორც მაშინ გამოიყურებოდა, მაშინ ამოცნობაც არ მოხდებოდა. არადა, ამის დადასტურებას არაფერი წინ არ უდგას, რადგან არსებობს ამოცნობის მეთოდი – ერთ-ერთი ხერხი, გადაღებული ფირიდან ამოვიცნო პიროვნება.”
პოლიციის მიერ მიტინგების ზემოთ აღწერილი ხერხით დაშლას საქართველოს სახალხო დამცველმაც ადამიანის მოტაცების კვალიფიკაცია მისცა. 14 თებერვალს, პარლამენტში ნანა დევდარიანის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში ნათქვამია:
[ნანა დევდარიანის ხმა] “მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო სრულიად შეუწყნარებელ პრაქტიკაზე, რომელსაც მისდევს პოლიციის ქალაქის სამმართველო. ამას ძალიან მარტივი სახელი ჰქვია: ეს არის ადამიანის გატაცება. როდესაც შეკრების, მიტინგის ან მანიფესტაციის დროს ადამიანებს ყრიან მანქანაში და ისინი გაჰყავთ ქალაქიდან საკმაოდ მოშორებულ ადგილას. ეს არის სრულიად შეუწყნარებელი პრაქტიკა და ამას არ შეიძლება, არ მიეცეს უმკაცრესი შეფასება, განსაკუთრებით 25 იანვრის მიტინგის შემთხვევაში, როდესაც არავითარი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.”
“ეროვნულ ძალთა გაერთიანების” ლიდერები თავიანთი საჩივრის ბედის გარკვევას ამ დღეებში შეეცდებიან.