Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და სომხეთი დღეს შეთანხმდნენ


ირანი და სომხეთი დღეს შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას გაზსადენის პროექტზე, რომლითაც სომხეთი ირანიდან გაზს მიიღებს.

ირანი და სომხეთი დღეს შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას გაზსადენის პროექტზე, რომლითაც სომხეთი ირანიდან გაზს მიიღებს.
განცხადება ასეთი შეთანხმების შესახებ გავრცელდა ირანში სომხეთის პრეზიდენტ, რობერტ ქოჩარიანის სამდღიანი ვიზიტის ბოლოს. მხარეებმა ხელი მოაწერეს აგრეთვე ათ შეთანხმებას ენერგეტიკის, მეცნიერების, საგზაო მშენებლობის, განათლებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ქოჩარიანის ვიზიტის ბოლოს გავრცელებული ერთობლივი დეკლარაცია მოიცავს მოწოდებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ. ქოჩარიანი შეხვდა ირანის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, მათ შორის უზენაეს სასულიერო ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის და პრეზიდენტ მოჰამად ხათამის.
XS
SM
MD
LG