სემეკი ელექტროენერგიის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს 29 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოაცხადებს.
„ბუნებრივი აირის [გაზის] ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს, 17 დეკემბერს მედიაცენტრ „მთავარში“.
თუმცა დაადასტურა, რომ „ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს“.
მას ჯერ არ დაუსახელებია კონკრეტული ციფრი და ზრდის პროცენტი, - თქვა, რომ ამის დასახელება გაუჭირდება.
ნარმანიამ ასევე თქვა, რომ სემეკს ბოლო 2 წლის განმავლობაში 3 თეთრით ჰქონდა შემცირებული სამომხმარებლო ტარიფები.
სემეკის თავმჯდომარის თქმითვე, წყლის ტარიფის ზრდა არ განიხილება.
ამჟამად, სემეკის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტარიფებია ასეა განსაზღვრული „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და „თელმიკოსთვის“:
სს ეპ ჯორჯია მიწოდება
| უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებელთა ტარიფები, (დღგ-ის ჩათვლით) | |
| საფეხური | თეთრი/კვტ.სთ |
| 3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) | 27.880 |
| 220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები) | 28.961 |
| 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) | 14.731 |
| 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) | 18.708 |
| 301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) | 23.227 |
თელმიკო - „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“
| უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებელთა ტარიფები, (დღგ-ს ჩათვლით | |
| საფეხური | თეთრი/კვტ.სთ |
| 3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) | 26.647 |
| 220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები) | 29.932 |
| 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) | 15.041 |
| 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) | 19.053 |
| 301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) | 23.537 |
ფორუმი