Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა თვითმმართველობის ინფორმაციის მინისტრმა აბედ


პალესტინელთა თვითმმართველობის ინფორმაციის მინისტრმა აბედ რაბომ განაცხადა, რომ შეიქმნა კომისია,

პალესტინელთა თვითმმართველობის ინფორმაციის მინისტრმა აბედ რაბომ განაცხადა, რომ შეიქმნა კომისია,
რომელმაც უნდა გამოიკვლიოს ისრაელის მიერ გასულ კვირაში დაკავებული გემის ტვირთის საქმე. ამ გემის კაპიტანმა განაცხადა, რომ მას პალესტინელებისთვის მიჰქონდა ირანის მიერ წარმოებული იარაღი. პალესტინელების მიერ შექმნილ კომისიაში ავტონომიის უშიშროების სამსახურების მაღალი რანგის პირები შედიან. იმავე რაბოს თქმით, ისრაელი არ აპირებს თანამშრომლობას ამ სფეროში პალესტინელებთან. მან გაიმეორა არაფათის წინადადება, რომ ამ საქმის გამოძიებაში გაერო, შეერთებული შტატიები, რუსეთი და ევროპის კავშირი ჩაერიოს. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის წამყვანმა პოლიტიკოსმა ხავიერ სოლანამ იორდანიის დედეაქალაქში, ამანში თქვა, რომ ამ ინციდენტმა არ უნდა იქონიოს გავლენა ისრაელისა და პალესტინელების მოლაპარაკებაზე. ისრაელი არ იზიარებს ამ წინადადებას აცხადებს რა, რომ ამგვარი აქტი იარაღის ამ საქმეში პალესტინელთა ავტონომიის მონაწილეობის დაფარვას ემსახურება.
XS
SM
MD
LG