Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” კვლავ აცხადებს


ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” კვლავ აცხადებს, რომ გაერომ საქართველოდან უნდა გაიწვიოს თავისი საგანგებო წარმომადგენელი, დიტერ ბოდენი.

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” კვლავ აცხადებს, რომ გაერომ საქართველოდან უნდა გაიწვიოს თავისი საგანგებო წარმომადგენელი, დიტერ ბოდენი.
გაეროს გერმანელი თანამშრომლები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მასმედიასა და საზოგადოებაში გერმანელ დიპლომატზე გახშირებული თავდასხმების გამო. როგორც დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრმა დავით საგანელიძემ განაცხადა, გერმანია საქართველოს დიდი მეგობარი სახელმწიფოა, მაგრამ გერმანელები გარკვეული არ არიან ბოდენის პოზიციაში. გასულ თვეში ფრაქცია “ახალმა მემარჯვენეებმა” გაეროს გენერალურ მდივანს დიტერ ბოდენის გაწვევის მოწოდებით მიმართა – მას შემდეგ, რაც დიპლომატმა კოდორის ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს შენაერთების გაყვანა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG