სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს ოპერაციები გაუკეთეს.
აზერბაიჯანის ლიდერი, ჰეიდარ ალიევი შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც მას გუშინ წარმატებით გაუკეთეს პროსტატის ოპერაცია. 1999 წელს ალიევს ასევე ოჰაიოში გაუკეთეს გულის ოპერაცია. კლინიკამ უარი თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. ხოლო ალიევის პრეს-სამსახურს არ დაუსახელებია მისი აზერბაიჯანში დაბრუნების თარიღი. სომხეთის პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს კი დღეს გაუკეთეს ბრმა ნაწლავის ოპერაცია. ის მწვავე აპენდიციტით იყო მოთავსებული ერევნის ერთ-ერთ საავადმყოფოში. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ოპერაციამ ნახევარი საათი გასტანა და წარმატებით ჩაიარა. ქოჩარიანს საავადმყოფოდან ორიოდე დღეში გასწერენ.