Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღევანდელ სხდომაზე


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა განცხადების პროექტი “საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ;

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა განცხადების პროექტი “საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ;
მის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედროთა მოღვაწეობასთან დაკავშირებით”. დოკუმენტში რუსეთის პარლამენტი ადასტურებს თავის შეშფოთებას, პანკისის ხეობიდან ჩეჩენი სეპარატისტებისა და საერთაშორისო ტერორისტების აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში შეღწევის საფრთხესთან დაკავშირებით, რაც, დეპუტატთა აზრით, “შესაძლოა არარეგიონალური ანტიტერორისტული ძალების ოპერაციის დაწყების მიზეზი გახდეს”. იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაციის ასეთი განვითარება საფრთხეს შეუქმნიდა რუსეთის საზღვრისპირა რაიონებს, სახელმწიფო სათათბირო შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთის მხარის მიერ “ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებისთვის ცალმხრივი ზომების მიღებას”. მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მჭიდრო კავშირი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან არ ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მოსკოვის მხარდაჭერის ფაქტს.
XS
SM
MD
LG