Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ისრაელის უშიშროების კაბინეტმა გადაწყვიტა


დღეს ისრაელის უშიშროების კაბინეტმა გადაწყვიტა, თადარიგის სამხედრო მოსამსახურეთა მობილიზაცია გამოაცხადოს

დღეს ისრაელის უშიშროების კაბინეტმა გადაწყვიტა, თადარიგის სამხედრო მოსამსახურეთა მობილიზაცია გამოაცხადოს
და დაიკავოს პალესტინელთა ავტონომიის უმსხვილესი ქალაქები. რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტის ცნობით, კაბინეტის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გაასახლონ თვითმკვლელ ტერორისტთა ოჯახები. დღესვე, იორდანიის მეფე აბდალამ განაცხადა, რომ პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა დაკარგა კონტროლი ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე “ჰამასსა” და “ისლამურ ჯიჰადზე”, აგრეთვე ორგანიზაცია “ფათაჰზე”, რომელსაც თავად უდგას სათავეში.
დღეს ხუთი პალესტინელი დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჯენინში, სადაც ისრაელის ტანკებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელ მეამბოხეებს. პალესტინელთა მხარის მტკიცებით, მოკლულთა შორის ოთხი ბავშვია. როგორც ჯენინის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ჰაიდერ ირშეიდმა რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტს უთხრა, ისრაელმა ჯარისკაცებმა ესროლეს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც პურის რიგში იდგნენ.
ისრაელის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ ტანკებმა ცეცხლი შეცდომით გახსნეს.
XS
SM
MD
LG