რომლებიც ჩრდილოეთი ირლანდიის კონფლიქტის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ჯგუფმა თან წაიღო ერთი წლის წინათ განხორციელებული პირველი ერთობლივი პროექტი. ეს გახლავთ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, კერძოდ გალის რაიონში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ომისშემდგომი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც 16 ივლისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწყო. ამ ჩვენებისა და მომავალი პროექტის შესახებ ჩვენს გადაცემაში ისაუბრებენ ფილმის თანაავტორები, ქართველი ჟურნალისტი მიხეილ მირზიაშვილი და აფხაზი ხელოვნებათმცოდნე სვეტლანა კორსაია, რომლებსაც ჩვენმა თანამშრომელმა კობა ლიკლიკაძემ ლონდონში დაურეკა.
40-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, ოდნავ პათეტიკური სახელწოდებით სახელწოდებით "მშვიდობის იმედი", საქართველოს მოსახლეობამ ცენტრალური ტელევიზიის საშუალებით მიმდინარე წლის დასაწყისში იხილა. მისი შექმნის იდეა ეკუთვნის აფხაზ ჟურნალიტსა და ხელოვნებათმცოდნეს სვეტლანა კორსაიას, რომელმაც ერთ-ერთი სემინარის დროს, ეს იდეა ქართველ კოლეგებს, "სტუდია რე"-ს თანამშრომლებს, მიხეილ მირზიაშვილსა და მამუკა ყუფარაძეს გაუზიარა. ფილმის გადაღება შარშან, ძირითადად გალის რაიონსა და სოხუმში მიმდინარეობდა და იგი კონფლიქტის ზონაში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას ასახავს.
[მიხეილ მირზიაშვილის ხმა] "მთავარი ჩვენი მიზანი იყო, გვეჩევენებინა, რომ გალის რაიონში ხალხი ცხოვრობს, მათ თავისი მიზნები აქვთ, თავისი ინტერესები აქვთ და არ არის საჭირო, მათით სპეკულირება – პოლიტიკურ სპეკულაციას ვგულისხმობ – არც აფხაზური მხრიდან და არც ქართული მხრიდან."
[კორესპონდენტის ხმა] "მხატვრული განზოგადება ერთია, რეალობა კი მეორე. როგორია ის რეალობა, რაც კადრს მიღმა დარჩა?"
[მიხეილ მირზიაშვილის ხმა] "ყველა ჟურნალისტის სურვილია, რომ მთლიანად გადმოსცეს ის ემოცია და ინფორმაცია, რაც მიიღო, სადღაც ახალ ადგილზე ყოფნისას. ჩვენ შემთხვევაში ეს მართლაც ახალი ადგილი იყო, რადგან მე და მამუკა პირველად ვიყავით გალის რაიონში. და, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ, როგორც ჟურნალისტებს ნორმალურად სჩვევიათ ხოლმე, ჯერ გარკვეული კვლევა ჩაგვეტარებინა და მერე ჩავსულიყავით კამერით. ჩვენ მხოლოდ ერთი ჩასვლის შანსი გვქონდა. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალიან ძნელი იყო ერთმანეთისგან გაგვეყო ემოცია და ინფორმაცია. თუმცა მთავარი ემოცია, რაც გვქონდა, იყო ის, რომ აქ ცხოვრობს ხალხი, რომელიც შრომობს და თავის თავზე აიღო საკუთარი თავის მოვლა, გარკვეულად, უსაფრთხოება, და არ არიან სხვისი ხელის შემყურე. მე იმ ხალხსაც პატივს ვცემ, ვინც ახლა დევნილობაშია, მაგრამ ამ ხალხსაც დიდ პატივს ვცემ ამ არჩევნის გამო."
16 ივლისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფილმის ჩვენებას დაესწრნენ აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციათა თანამშრომლები და როგორც ქართული, ისე აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები. კონფლიქტის ზონაში გახშირებული პროვოკაციებისა და მხარეთა უკომპრომისო პოლიტიკის ფონზე, ზოგიერთებს ფილმი ზედმეტად ოპტიმისტური ეჩვენათ. თუმცა, აფხაზი ხელოვნებათმცოდნე სვეტლანა კორსაია ფიქრობს, რომ ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მაინც შეძლეს საერთო ენის გამონახვა.
[სვეტლანა კორსაიას ხმა] "ათი წლის წინანდელთან შედარებით, რა თქმა უნდა, იმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც მხარს უჭერენ კონფლიქტის მოწესრიგებას არა ძალისმიერი, არამედ მშვიდობიანი გზით. ასეთი ადამიანები ხშირად ვიკრიბებით და მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს შორის არ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ ვცდილობთ, გავუგოთ ერთმანეთს და უკვე ერთმანეთის ნდობაც გაგვიჩნდა. რაც შეეხება აფხაზეთს, ბოლო დროს იქაც შეიქმნა ადამიანის უფლებათა დამცველი რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც გალის რაიონის მოსახლეობის პრობლემებით არის დაკავებული. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით სურათი შეიცვალა და მშვიდობის მომხრე ადამიანთა წრეც უფრო ფართოვდება."
პირველი ერთობლივი პროექტის შემდეგ ქართველმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, მეორე დოკუმენტური ფილმი ჩრდილოეთი ირლანდიის კონფლიტზე შეექმნათ, რაშიც მათ ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსი" დაეხმარა. როგორც სვეტლანა კორსაია ვარაუდობს, დოკუმენტური ფილმი შემეცნებითი ხასიათისა იქნება და იგი ქართველ და აფხაზ მაყურებელს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას მისცემს.
[სვეტლანა კორსაიას ხმა] "საქმე ისაა, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ კონფლიქტში ვიხარშებით და გვეჩვენება, რომ მასზე უფრო საშიში, რთული და ღრმა კონფლიქტი არ არსებობს. შეიძლება ყველა კონფლიქტი, თავისთავად, უნიკალური იყოს, მაგრამ ჩრდილოეთი ირლანდიის მაგალითი საილუსტრაციოდ იმიტომ ავირჩიეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს განსხვავებული კონფლიქტი და განსხვავებული კულტურაა, იქ მიაღწიეს გარკვეულ პოლიტიკურ შეთანხმებას. ამ ფილმით ჩვენს გვსურს, ადამიანებმა გარედან შეხედონ საკუთარ კონფლიქტს და მისი ერთგვარი შეფასება მოახდინონ."