20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. სათათბირო კატეგორიულად გმობს ომის პროპაგანდას და უარყოფს კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით მოგვარების შესაძლებლობას. შესაბამისად, იგი კონფლიქტის მოწესრიგებაში უპირატესობას ანიჭებს სახალხო დიპლომატიასა და ინფორმაციულ გახსნილობას, რაც, ალბათ, ერთნაირად მისაღები იქნება როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარისთვის. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პროპაგანდის მიზნით, სათათბირომ ამ ცოტა ხნის წინ საგანგებო დეკლარაცია მიიღო.
[გურამ ოდიშარიას ხმა]“მშვიდობას თავისი ფარვატერი უნდა, მშვიდობას თავისი პირობები უნდა. როდესაც იწყებს ადამიანთა ჯგუფი, და მშვიდობის ფორმულა აქვს, აფხაზურ მხარესთან ლაპარაკს და შეხვედრას და, როდესაც მეორე ჯგუფი ამბობს, რომ ჩვენ დავიწყებთ ომს, ჩვენ გაგანადგურებთ, მაშინ ის, ვინც შენ გელაპარაკება, ის გეტყვის: მაპატიე, ძმაო, იარაღი უნდა ავიღო, იმიტომ რომ ჩემ წინააღმდეგ, აგერ, კაცი იბრძვის და მე შენთან სალაპარაკოდ არ მცალია. ის ჯდება სანგარში და გესვრის, განურჩევლად, იმასაც და შენც. ესე იგი, ომის სიტუაციაა ეს. მშვიდობას თავის სიტუაცია უნდა, მშვიდობას თავის ზურგის ქარი უნდა”.[სტილი დაცულია]
მწერალი გურამ ოდიშარია ასე ასახავს სახალხო დიპლომატიის საზიანოდ დღეისათვის შექმნილ რეალობას. მინიშნებები მკაფიოა და თავად იგი მათ მხარესაა, ვისაც სჯერა, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობა კონფლიქტის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ მაინც შეიძლება დარეგულირდეს, საზოგადოების წარჩინებული და პოპულარული ნაწილის მონაწილოებით. კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საქმეში სათათბიროს როლის გაძლიერების თაობაზე მიღებულ დეკლარაციას იგი ინდივიდუალურად აწერს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ, მშვიდობის ზურგის ქარისა არ იყოს, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის არც ნიადაგია მყარი. სხვა სიტყვებით: მშვიდობის პოლიტიკას დამაჯერებლობა აკლია, სხვათა შორის, ისევე, როგორც ომის პოლიტიკას, რომელიც სათათბიროს მოწოდებების ალტერნატივად არსებობს.
[გურამ ოდიშარიას ხმა]“არც ომი, არც მშვიდობა და, საბოლოო ჯამში, ეს სიტუაცია - არც ომი და არც მშვიდობა - უფრო არის ომის, ვიდრე არის მშვიდობის.” [სტილი დაცულია]
აფხაზურ საკითხში ომისა და მშვიდობის თემის ერთდროული გააქტიურება გამოძახილს პოულობს სათათბიროშიც, სადაც დაპირისპირებულთა ერთიანობის სასარგებლოდ შემდეგი არგუმენტიც მეტყველებს: ვერთიანდებით, მაგრამ არავის ვუპირისპირდებით. – ეს, ეგრეთ წოდებული, დევიზი ასეც შეიძლება გავიგოთ: აფხაზეთში დარჩენილ მოსახლოებასთან კონტაქტების ძიება და დიალოგის დაწყება გაცილებით საშური საქმეა, ვიდრე ნადარეიშვილის ხელისუფლებასთან კამათი.
აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს რეგიონებში გავლენ და ასე გააფართოებენ თანამოაზრეთა რიგებს.