საქართველოზე ზეწოლისთვის, მათ შორის, არც პირდაპირ აგრესიას ერიდება. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო ვითარება, თუმცა, ამ ურთიერთობების რაციონალურ ჩარჩოებში მოქცევა ყოველთვის არ ხერხდება. პოლიტიკოსები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციები ახლო მომავალშიც მოსალოდნელია, თუმცა, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ – მაქსიმალურად დამთმობი თუ მაქსიმალურად ხისტი – ამის შესახებ პოლიტიკოსებსაც და ექსპერტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
მიუხედავად იმ მკაცრი განცხადებებისა, რომლითაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა შეაფასა რუსეთის აგრესია, პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ინციდენტები კიდევ უფრო გაძლიერდება. მაგალითად, ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარის, გიორგი ბარამიძის აზრით, შეერთებული შტატები არ დაუშვებს, საქმე ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციამდე მივიდეს, თუმცა, რუსეთი აუცილებლად ეცდება, მის ხელთ არსებული უამრავი საშუალება გამოიყენოს: [გიორგი ბარამიძის ხმა] “თუმცა, ალბათ, ნამდვილად იქნება უამრავი გართულებები, შედარებით მცირე მასშტაბის კონფლიქტები და ინციდენტები, რომლებიც იქნება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის მხრიდან. ეს იქნება კოდორის ხეობაში, მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე, შესაძლოა პანკისშიც და, ასევე, მოსალოდნელია ვითარების გართულება იგივე სამცხე-ჯავახეთში ან აჭარაში, გამომდინარე რუსეთის ბაზების გაყვანის პროცესის სირთულიდან. რუსეთი აუცილებლად შეეცდება, ის კარტი გაათამაშოს, რომ სწრაფად გაყვანა ნიშნავს სოციალურ პრობლემებს ამ რეგიონებში და ეცდება, სოციალური პრობლემა გარდაქმნას პოლიტიკურ პრობლემაში.” [სტილი დაცულია]
ბარამიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას საქართველო ვერ ასცდებოდა. ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა მოითხოვოს საქართველომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა, რუსეთი ეცდება მოახდინოს კონფლიქტის ხელახალი პროვოცირება: [გიორგი ბარამიძის ხმა] “გამწვავება მოხდებოდა ნებისმიერ მომენტში, როცა არ უნდა მოგვენდომებინა ამ ჯარების იქიდან გაყვანა – იქნება ეს დღეს, თუ 1 ან 2 წლის შემდეგ. ეს სახადივით არის, როდესაც გარდაუვალია ამგვარი ტიპის გართულება, ამიტომ, თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული, არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას და გადავიტანოთ ეს კიდევ ერთი შემოტევა აფხაზეთის ფრონტზე, ისე, რომ სისხლი არ დაიღვაროს და შევეცადოთ, კონფლიქტი არ გაჩაღდეს, მაშინ ჩვენ რაიმე სერიოზულ განსაცდელს თავს დავაღწევთ და შევალთ ახალ ფაზაში რუსეთთან ურთიერთობაში, როცა შეგვეძლება უფრო აქტიურად ჩავრთოთ სხვა საერთაშორისო ძალები, იმიტომ, რომ როდესაც რუსეთია რაღაცა ტერიტორიაზე, იქ სხვა ცხვირს ვერ ყოფს, იმიტომ, რომ რუსეთი ამის საშუალებას არ აძლევს, ხოლო როდესაც ტერიტორია ცარიელია რუსეთისგან, იქ ბევრად უფრო აქტიურად შეგვიძლია ავამოქმედოთ საერთაშორისო ძალები.” [სტილი დაცულია]
ბარამიძის აზრით, ნებისმიერი მცდელობა, გარკვეული დათმობების ფასად მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთი არ გავაბრაზოთ, მარცხისთვის არის განწირული: [გიორგი ბარამიძის ხმა] “რუსეთი ყველა შემხთვევაში გაბრაზდება. რაც უფრო მეტად ვეცდებით დავიცვათ ჩვენი ინტერესები, რახან ეს არ შედის რუსეთის გეგმებში, მით უფრო მეტად გაღიზიანდება რუსეთი. ამიტომ ლოგიკა აქ ერთია: ან უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები, ან უნდა ვუყუროთ, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, რაც მიგვიყვანს, ბუნებრივად, სრულ კაპიტულაციამდე. რუსეთს თუკი ეცოდინება, რომ მას სამხედრო თვალსაზრისით, მისი აგენტურისა თუ მეხუთე კოლონის მეშვეობით ნაკლები ზეგავლენის მოხდენა შეეძლება საქართველოზე, მისი ცთუნება, რომ სწორედ ამ გზით იმოქმედოს და ამ მეთოდით ესაუბროს საქართველოს, იქნება ნაკლები”. [სტილი დაცულია]
პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები ახერხებენ, რუსეთის აგრესიას გამართლება მოუძებნონ და დამნაშავე არა რუსეთში, არამედ ოკეანის გაღმა ეძებონ. მაგალითად, ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარე ჯემალ გოგიტიძე თვით თეთრი სახლის უმკაცრესი განცხადების შემდეგაც კი ამტკიცებს, თითქოს საქართველოს დაბომბვა რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების მოლაპარაკების შედეგია და არა რუსეთის აგრესია: [ჯემალ გოგიტიძის ხმა] “პუტინისა და ბუშის შეხვედრის შემდეგ პრიორიტეტი პუტინს მიენიჭა პანკისის ხეობაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ ოპერაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ის, რასაც საქართველოს დაბომბვა მოჰყვა.” [სტილი დაცულია]
გოგიტიძის განცხადება კარგად ჯდება იმ ჰიპოთეზის ჩარჩოში, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი მახლობელ აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვას უკავშირებს. ამ თვალსაზრისის თანახმად, ერაყში მოსალოდნელი ომის ფონზე შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დათმოს კავკასია, სანაცვლოდ კი ამ ომში რუსეთის კეთილგანწყობა მოიპოვოს. პოლიტოლოგ ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს რუსეთის ხელისუფლებაც ამ თვალსაზრისის შესაბამისად მოქმედებს: [ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “რუსეთს დღესაც ჰგონია, რომ ერაყზე ამერიკელების თავდასხმის სანაცვლოდ მიიღებს ამერიკელთა თანხმობას, რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებს კავკასიაში. ეს არის მისი ფუნდამენტური შეცდომა, გაუაზრებლობა თანამედროვე პოლიტიკისა. ვფიქრობ, რომ რუსეთი ამ ეტაპზე ცდილობს ამ მომენტისა და დროის გამოყენებას.” [სტილი დაცულია]
ბოლო დროს, როცა შეერთებულ შტატებს თავის ტრადიციულად მოკავშირე არაბულ ქვეყნებთან, მათ შორის საუდის არაბეთთანაც გაურთულდა ურთიერთობა, მის წინაშე ბუნებრივად დადგა ახალი მოკავშირეების ძებნის აუცილებლობა. ასეთი მოკავშირე, ერთი მხრივ, შეიძლება რუსეთიც იყოს, თუმცა, გიორგი ბარამიძის აზრით, რუსეთი კიდევ დიდხანს ვერ გახდება შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე: [გიორგი ბარამიძის ხმა] “რუსეთი ვერ გახდება ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ამერიკას ჰყავს თავისი ძალიან გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს რეგიონში – ეს არის თურქეთი და პოტენციურად ეს არის პატარა, მაგრამ სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობის მქონე საქართველო.” [სტილი დაცულია]
ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, დასავლეთი, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატები, საქართველოზე გავლენას რამდენიმე ფაქტორის გამო ვერ შეელევა: ჯერ ერთი, არსებობს საფრთხე, რომ ადრე თუ გვიან, რეგიონში დასავლეთის მთავარ მოკავშირე ქვეყანაში – თურქეთში – ისლამისტური ძალები გაიმარჯვებენ; მეორე – კავკასია არის კარიბჭე ცენტრალური აზიისკენ, რომლის მნიშვნელობა განუზომლად იზრდება მაშინვე, როგორც კი ვითარება იძაბება მახლობელ აღმოსავლეთში; და, ბოლოს – რუსეთი, ჯერჯერობით მაინც, ვერანაირად ვერ იქნება დასავლეთისთვის სანდო პარტნიორი: [ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გართულებაში რუსეთს არანაკლები წვლილი მიუძღვის, იმიტომ, რომ ყველა ის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც დღეს დასავლეთის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს აწყობს, თავის დროზე რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით შეიქმნა და, დარწმუნებული ვარ, დღემდეა ეს კავშირები შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, თუკი რუსეთი რჩება კავკასიაში, მას უფრო გრძელი ხელები აქვს იმისათვის, რომ ახლო აღმოსავლეთშიც, როცა დასჭირდება, სიტუაცია არიოს, იმოქმედოს ნავთობის ფასებზე, ანუ, მისთვის სასურველია ფასების ზრდა. კავკასიაში ფასების ზრდა არის აუცილებელი არა მხოლოდ იმისათვის, რომ რუსეთი ჩადგეს თავის ჩარჩოში და კავკასიაში სიტუაცია გახდეს სტაბილური, ნავთობმა იდინოს, ვთქვათ, კასპიიდან, არამედ იმისთვისაც, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია დაწყნარდეს. ამიტომ, შეუძლებელია დასავლეთმა დათმოს საქართველოს, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოში არ მოვიდა ლუკაშენკოსნაირი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც აბსოლუტურად ჩაკეტავს ქვეყანას დასავლეთისათვის.” [სტილი დაცულია]
ყოველივე ზემოთქმულის გამო დასავლეთი, პირველ რიგში კი შეერთებული შტატები, ყველანაირად ეცდება, შეაკავოს რუსეთის აგრესია საქართველოში, თუკი, რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება თავადაც გააკეთებს შესაბამის განაცხადებს.