ამოქმედდა კანონი ლიცენზირების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ტელეკომპანიებს ამიერიდან თანხის გადახდა მოუწევთ მხატვრული და არამარტო მხატვრული ფილმების საჩვენებლად... და არამარტო ფილმების. წესით და კანონით, ნებისმიერი საავტორო ნაწარმოები, მუსიკალური კლიპი იქნება ეს თუ აუდიოჩანაწერი, ეგრეთ წოდებული "საუნდი", პირველი სექტემბრიდან ლიცენზიის გარეშე ეთერში ვერ გავა. ეს კანონი, ფაქტობრივად, ამოქმედდა, თუმცა მის დაცვას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არავინ აპირებს. ტელეეთერში კვლავ გადის არალიცენზირებული ფილმები, რადიოეთერში კვლავ ისმის "არალიცენზირებული მუსიკა". მეკობრეობა ისევ გრძელდება და, ეტყობა, კვლავაც გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც, რადგან პოლიტიკურ პარტიებს დღეს ძალიან სჭირდებათ ეგრეთ წოდებული "საეთერო ლობი", ქართული ტელეკომპანიები კი მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებით, ცხადია, ვერ იარსებებენ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის "ძლევამოსილი ლობიც" გამოჩნდეს და უახლოეს ხანში, სწორედ ლიცენზირების კანონზე დაყრდნობით, კონკურენტები გააკოტროს... ანუ გამოჩნდება შედარებით მდიდარი ტელეკომპანია, შეიძენს ფილმების ჩვენების ლიცენზიას, დაუპირისპირდება იმას, ვინც ამ ფილმებს უკანონოდ აჩვენებს, უჩივლებს და მაუწყებლობას შეუჩერებს. შესაძლებელია, "კანონმორჩილი ტელეკომპანიის" როლი სახელმწიფო ტელევიზიამ ან ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა რომელიმე, ეგრეთ წოდებულმა, "დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ" ითამაშოს... ხელისუფლება კი ამ გზით თავის სანუკვარ ოცნებას შეისრულებს - დახურავს დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს.
ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ცივილური ფორმით გააკონტროლებს ლიცენზირების კანონის აღსრულებას. როგორც გაირკვა, ტელეკომპანიები კანონს ერთმანეთთან მოლაპარაკებით იცავენ; იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტელეკომპანიამ აუდიო თუ კინოპროდუქციის ჩვენების ლიცენზია მიიღო, ამ ტელკეკომპანიის მესვეურები უკავშირდებიან სხვა ტელეკომპანიებს და "სთხოვენ" მათ, ამოიღონ ეს ფილმი პროგრამიდან. საქართველოში ეს წესი დამკვიდრდა მას შემდეგ, რაც თბილისში ჯერ კინოთეატრი "რუსთაველი", შემდეგ კი "ამირანი" გარემონტდა. ამიტომ თავად კინოთეატრების მესვეურები აღნიშნავენ, რომ ლიცენზირების შესახებ კანონის ამოქმედება არაფერს შეცვლის მათ მუშაობაში. არადა, თავის დროზე, ამ კანონის მიღებამ იმავე რუსეთში, მაგალითად, ყველაზე მეტად სწორედ კინოთეატრების მფლობელები გაახარა; მეკობრეობის წინააღმდეგ გამოცხადებულმა ბრძოლამ მაყურებელი კინოთეატრებისკენ მიაბრუნა. მოსალოდნელი იყო, რომ პირველი სექტემბრიდან საქართველოშიც იგივე მოხდებოდა. მაგრამ კინოთეატრები და ტელეკომპანიები ამ შემთხვევაშიც ადვილად მორიგდნენ. ჩვენთან საუბარში კინოთეატრ "ამირანის" მენეჯერმა მანანა სურაძემ განაცხადა:
[მანანა სურაძის ხმა]: “ჩვენ ეს პრობლემა მაინც არა გვაქვს...ჩვენ მთელი წლის პროგრამა ვიცით, ამის სიას ვაკეთებდით და ვთხოვდით, რომ ეს ფილმები არ გაუშვან... მეგობრულად გვიკეთებენ. ერთხელ მოხდა “პირველ სტერეოზე”, როცა ჩვენთან დაიწყო “ბრწყინვალე გონება,” დაიწყო “პირველ სტერეოზე” ფილმი... მეგობარმა დამირეკა, გადავრეკე და გაწყვიტეს ფილმი... ანგარიშს გვიწევენ, იმიტომ რომ რეკლამას ვაძლევთ ამ ტელევიზიებს და რომ გვაწყენინონ, რეკლამას ვერ გავუშვებთ.”[სტილი დაცულია]
როგორც ხედავთ, კინოთეატრები და ტელეკომპანიები "კანონს" მოლაპარაკებით და ტელეფონის ზარებით იცავენ. ყველაფერ ამას სამოქალაქო საზოგადოების "ქართული ვარიანტი" შეიძლება ვუწოდოთ - კანონის აღსრულება მოლაპარაკების, კომპრომისის თუ ვაჭრობის გზით.
[მანანა სურაძის ხმა]: “არის კომპანიები, რომელთანაც “რუსთაველი” მუშაობს, არის, რომ ჩვენ ვმუშაობთ... ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ გვიჩხუბია, ნორმალურად ვთანხმდებით.”
კინოთეატრებსაც და ტელეკომპანიებსაც პროდუქციის მოწოდების წყარო ერთი და იგივე აქვთ - მოსკოვის კინოკომპანიები. მათთვის ყველა გზა მოსკოვში მიდის, რადგან იქაური ფირმები პროდუქციას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მაყურებლისთვის ყიდულობენ. ანუ ისევ მოსკოვზეა დამოკიდებული ის, თუ რას ნახავს ქართველი კინო თუ ტელემაყურებელი. ტელევიზიებისთვის დასავლეთის ქვეყნებთან, ე.ი. პროდუქციის მწარმოებელთან, პირდაპირი კონტაქტი საკმაოდ ძვირი ჯდება. კინოთეატრები კი მოსკოვითაც კმაყოფილდებიან და ქართველ მაყურებელს რუსულ ენაზე დუბლირებულ ფილმებს უჩვენებენ. ქალბატონმა მანანა სურაძემ აქ ტექნიკური პრობლემები გაგვახსენა
[მანანა სურაძის ხმა]: “აქ სხვა პრობლემაა – დუბლიაჟი, ეს ყველაფერი ხომ “დოლბის” სისტემაზეა. იმისათვის რომ ფილმის ხარისხი არ დაიკარგოს, უნდა გაკეთდეს დუბლიაჟი “დოლბიზე” მოსკოვში, მაგრამ მოსკოვში ქართველ მსახიობებს ხომ არ წაიყვან.”
ქართველ მსახიობებს კინოთეატრი მოსკოვში ვერ წაიყვანს, მაგრამ ქართველ მსახიობებს დაასაქმებენ ტელეკომპანიების მესვეურები, რომელთაც "დოლბი-სტერეოს" პრობლემა არა აქვთ. სახელმწიფო ტელევიზია და ტელეკომპანია "რუსთავი 2", აგრეთვე, ნაწილობრივ, ტელეკომპანია "მეცხრე არხი" რამდენიმე წელია უკვე ახერხებს უცხოური პროდუქციის ქართულ ენაზე ჩვენებას. მაგრამ მოსკოვის როლი ამით არ შესუსტებულა - თითქმის მთელი პროდუქცია, რომელიც საქართველოში ჩამოაქვთ, რუსული კომპანიების მესვეურთა გემოვნების "ნაყოფია". მოსკოვის კინოკომპანიებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ კინობაზრობებში, თავიანთი მესვეურები გაგზავნონ კანისა თუ ბერლინის კინობაზრობებზე. მაგრამ პროდუქციის შეძენა აქ, როგორც წესი, რუსული ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება. ქართველი მაყურებელი იძულებულია დამორჩილდეს ამ ბაზრის მანიპულაციას და უყუროს იმას, რასაც რუსები უყურებენ. მანანა სურაძის თქმით
[მანანა სურაძის ხმა]: “მთელ მსოფლიოში ტარდება ბაზრობები. თითოეული ეს კომპანია ჩადის და პაკეტებს ყიდულობს. ჩვენ ყველასთან გვაქვს ურთიერთობა და, რომელი ფილმიც მოგვწონს, ის მოგვაქვს”
ეს, ეგრეთ წოდებული, "პაკეტები", რომელსაც რუსული კინოკომპანიები ქართველებს სთავაზობენ, დაახლოებით, ათ, თხუთმეტ ფილმს შეიცავს. როგორც ტელეკომპანიების მესვეურები აღნიშნავენ, თითოეულ პაკეტში "ნაგავი" ბევრია, მაგრამ მყიდველი იძულებულია ყველა ფილმი ერთად შეიძინოს, რადგან ამ შემთხვევაში პროდუქცია გაცილებით უფრო იაფი ჯდება. მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის ქართული ვარიანტი კი, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდა, ამ "ნაგვით" შეავსებს ქართულ ტელეეთერსაც. ისიც გაირკვა, რომ რუსული კინოკომპანიები კინოკლასიკის მიმართ ინტერესს საერთოდ არ იჩენენ და, როგორც წესი, უახლესი კინოპროდუქცია აინტერესებთ. რადიო “თავისუფლება" დაუკავშირდა მოსკოვის კინომუზეუმის დირექტორს ნაუმ კლეიმანს, რომელმაც აღნიშნა, რომ მუზეუმი დამოუკიდებლად, კინოკომპანიებთან ურთიერთობის გარეშე, ახერხებს მსოფლიო კინოს შედევრების ჩვენებას; "უცხოურ ფირმებს ჩვენ რუსეთის კინოფონდში დაცულ საბჭოთა ფილმების ასლებს ვთავაზობთ, - აღნიშნა ბატონმა კლეიმანმა, - და კინომუზეუმის პროგრამას პროდუქციის გაცვლით ვადგენთ ხოლმე."
რუსეთის კინოარქივში კი, მოგეხსენებათ, ქართული ფილმების ასლებიცაა დაცული. არქივი ამ ფილმების ასლებს სთავაზობს უცხოელ გამქირავებლებს და ამ გზით მოსკოველ მაყურებელს კინოშედევრებს უჩვენებს. საქართველოში კი არათუ ქართული ფილმების ნეგატივები, ზოგიერთი ჩვენი ფილმის პოზიტივიც კი არ არსებობს. არ ფუნქციონირებს კინოს მუზეუმი, მხატვრული ფილმების სახელმწიფო არქივი. ეს კი ნიშნავს, რომ "მეკობრეობასთან" ბრძოლის კამპანია ქართველ მაყურებელს სულ მალე დაავიწყებს, თუ რა არის კარგი კინო. საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი თვალს ხუჭავდა ქვეყანაში კინომეკობრეობის მომძლავრებაზე. უცხოელ დიპლომატებს კარგად ესმოდათ, რომ კინო დასავლური ცხოვრების წესის პროპაგანდის საუკეთესო საშუალებაა და ლიცენზირების შესახებ კანონის გამკაცრება მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას გარე სამყაროსთან. ისიც საინტერესოა, რომ საქართველოში ლიცენზირების კანონის ამოქმედებას, როგორც წესი, მოითხოვდნენ, ეგრეთ წოდებული, "ეროვნული მენტალიტეტის" ყველაზე აქტიური დამცველები და გლობალიზაციის მოწინააღმდეგეები. პირველი სექტემბრიდან ეს ადამიანები გამარჯვებულებად გრძნობენ თავს; მათი აზრით, კინოპროდუქცია, რომელიც ამიერიდან კანონიერად შემოვა მოსკოვიდან, საზოგადოების მენტალიტეტს აღარ "დაანაგვიანებს"... ეს "ნაგავი" მაყურებლის ფსიქიკაზე ვეღარ იმოქმედებს და გარე სამყაროსგან იზოლირებული ქართველი ხალხი მომავალ არჩევნებზე "კარგად მოიქცევა."