ერაყი აპროტესტებს გაეროს რეზოლუციის პროექტს
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჯი საბრიმ დღეს განაცხადა, რომ გაეროს რეზოლუციის პროექტის შეერთებული შტატების ვერსია ერაყის დაპყრობისთვის არის გამიზნული. საბრის განცხადებით, დოკუმენტი "მოუწოდებს ერაყთან როგორც დაპყრობილ ტერიტორიასთან, უმთავრობო, არასუვერენულ ქვეყანასთან ურთიერთობისკენ". ვაშინგტონს სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ კვირის ბოლომდე დაამტკიცოს შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ შეთავაზებული პროექტი. დიდმა პრიტანეთმა, შეერთებული შტატების მსგავსად, განაცხადა, რომ თუკი ერაყის განიარაღებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია უახლოეს მომავალში არ იქნება მიღებული, ბაღდადის წინააღმდეგ ზომები რეზოლუციის გარეშეც შეიძლება განხორციელდეს.