Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა განაცხადა


ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა განაცხადა, რომ მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკება გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან,

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა განაცხადა, რომ მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკება გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან,
ვლადიმირ პუტინთან, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა იგი, არაჩეჩენი ეროვნების წარმომადგენელთა წინააღმდეგ გენოციდში დაადანაშაულა. მასხადოვმა თქვა, რომ მზადაა "უპირობო პოლიტიკური დიალოგისთვის" რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რათა ჩეჩნეთში შეწყდეს ომი. გუშინ პუტინმა მასხადოვს, მკვლელი და სამხედრო დამნაშავე უწოდა. პუტინმა განაცხადა აგრეთვე, რომ მასხადოვი თანამონაწილე იყო მოსკოვის თეატრში გასულ თვეს მძევალთა დატყვევებისა, და თან დასძინა, რომ არ გამართავს მოლაპარაკებას ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერთან.
XS
SM
MD
LG