Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი


ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განკარგულება გასცა გადახედულ იქნეს სასიკვდილო განაჩენი, რომელიც გამოუტანეს ცნობილ მეცნიერსა და რეფორმების მომხრეს, ჰაშემ აღაჯარის.

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განკარგულება გასცა გადახედულ იქნეს სასიკვდილო განაჩენი, რომელიც გამოუტანეს ცნობილ მეცნიერსა და რეფორმების მომხრეს, ჰაშემ აღაჯარის.
ირანის პარლამენტის სპიკერმა მეჰდი ქარუბიმ დღეს დეპუტატებს ამცნო, რომ ხამენეიმ ეს გადაწყვეტილება მიიღო უნივერსიტეტის პროფესორების თხოვნის შედეგად. რელიგიურმა სასამართლომ აღაჯარი მკრეხელობაში დაადანაშაულა. ამან პროტესტების ტალღა გამოიწვია სტუდენტების, სახელმწიფო მოხელეებისა და კონსერვატორი პოლიტიკოსების მხრიდანაც კი. დღეს ირანის სტუდენტთა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გააუქმონ პრორეფორმისტული საპროტესტო აქციები, რომლებიც მასშტაბით უდიდესია უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG