სპორტული სეზონის ფინიშზე, ჩვენი სპორტის გულშემატკივრებს კიდევ ერთი გუნდური გამარჯვების იმედი ჰქონდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: საქართველოს ქალთა ნაკრები საჭადრაკო ოლიმპიადიდან ხელმოცარული დაბრუნდა. გამარჯვებას ვინ ჩივის, ფავორიტად მიჩნეულმა და სტარტზევე დაწინაურებულმა გუნდმა ტურნირის მიწურულს ზედიზედ 4 მატჩი წააგო, საბოლოოდ, 27,5 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა. მეოთხე იყო ჩვენი ვაჟთა ნაკრებიც, მაგრამ ქალებისგან განსხვავებით, მათი შედეგი სერიოზულ წინსვლად და წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. ვაჟებმა, მართლაც, მაქსიმუმი შეძლეს და, წინა ოლიმპიადასთან შედარებით, ორი საფეხურით ამაღლდნენ; ქალების ამბავმა ყველა დააღონა და ჩააფიქრა, უწინარესად - ჭადრაკის მწვრთნელ-სპეციალისტები, თუმცა მარცხის მიზეზებზე ღია საუბარს ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ. ახლო მომავალში ბევრი რამ გაირკვევა და დადგინდება, მათ შორის - გადამწყვეტ მატჩებში წარმოქმნილი პრობლემებიც და ამის თაობაზე, ალბათ, ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელებიც ისაუბრებენ. მანამდე კი მოვუსმინოთ მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებულს ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც ჩვენს დელეგაციას სლოვენიაში ახლდა. ბევრი ჩემი კოლეგისა და ჭადრაკის გულშემატკივრებისგან განსხვავებით, ქალბატონი ნონა ნაკლებკრიტიკულია და ქართული ჭადრაკისთვის შეუფერებელ ამ შედეგს, უწინარესად, სპორტულ უიღბლობასა და ნერვიულ დაძაბულობას უკავშირებს.
(ნონა გაფრინდაშვილის ხმა): “რანაირად ვაკრიტიკო, კაცო, თავი მოიკლეს და ითამაშეს, რანაირად ვაკრიტიკო. ეს იყო ყველაფერი, ერთად აღებული, - უიღბლობაც, ნერვები და, არ ვიცი, როგორ ვთქვა. ფანტასტიკურად ოთხ პარტიას რომ მოიგებს ადამიანი კონკურენტებთან და საბოლოო ტურში ნახევარი საათი რომ აქვს მოგებული პოზიცია და ვერ მოიგებს... ყველაფერი ხდება სპორტში. ცარიელ კარში ადამიანი რომ ბურთს ვერ გაიტანს, ან სპორტსმენი ფინიშზე რომ მირბის და დავარდება ფინიშის გადაკვეთის წინ, აი, ამას ვადარებ მე იმას, რაც მოხდა. იმიტომ, რომ დარჩენილ 4 ტურში, უბრალოდ, 1,5-1,5 ქულით რომ დაემთავრებინათ მატჩები, გადიოდნენ პირველ ადგილზე.”
სპორტის ზაფხულისა და ზამთრის სახეობებისგან განსხვავებით, საჭადრაკო ოლიმპიადები ცალკე იმართება, თუმცა ჭადრაკისა და თანამედროვე ოლიმპიურ მოძრაობათა გზები ერთხელ მაინც გადაიკვეთა და ეს მოხდა 1924 წელს პარიზში, როცა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჭადრაკი პირველად და უკანასკნელად აღმოჩნდა. მაშინ, ოლიმპიური ქარტიის თანახმად, პარიზში მხოლოდ მოყვარული მოჭადრაკეები მიიწვიეს და იმდროინდელი სახელოვანი დიდოსტატები თამაშგარე დატოვეს. განაწყენებულმა ჭადრაკის მესვეურებმა მომდევნო თამაშებში მონაწილეობა საერთოდ იუარეს და იქვე, პარიზში, ოლიმპიური საჭადრაკო ტურნირის დამთავრებისთანავე დააფუძნეს ფიდე – ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც გადაწყვიტა საჭადრაკო ოლიმპიადის ცალკე გამართვა. ამ ტურნირებში ჯერ კიდევ საბჭოურ პერიოდში წარმატებით გამოდიოდნენ ქართველი მოჭადრაკე ქალები და ეს სახელოვანი ტრადიცია გრძელდებოდა დამოუკიდებლობის წლებშიც. აქამდე ჩვენმა ნაკრებმა საქართველოს სახელით ხუთ ოლიმპიადაში იასპარეზა. ზედიზედ სამი ოლიმპიადა მოიგო, მერე კი ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები აიღო. ბუნებრივია, ასეთი შედეგებით განებივრებულ გულშემატკივარს დღევანდელი მეოთხე ადგილი არ აკმაყოფილებს და ჩვენი ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობისგან განმარტებას ითხოვს. ისე მოხდა, რომ ყველაზე წარუმატებელი საჭადრაკო სეზონი ნინო გურიელის პრეზიდენტობას დაემთხვა. გურიელმა ნებაყოფლობით გადამდგარი ნონა გაფრინდაშვილი ამ პოსტზე წლეულს მარტში შეცვალა და უმთავრეს მიზნად სწორედ ოლიმპიური წარმატება დაისახა. ამ საქმისგან, სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა და, თუ ვაჟების მეოთხე ადგილი, ფედერაციის თანაპრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილთან ერთად, გურიელის აქტივშიც უნდა შევიტანოთ, ეს წინსვლა, რა თქმა უნდა, ქალთა ჩავარდნის საკომპენსაციოდ ვერ გამოდგება. გურიელს იმას საყვედურობენ, რომ ნაკრების გაახალგაზრდავებისთვის არ იზრუნა, თუმცა სხვა აზრისაა ნონა გაფრინდაშვილი.
(ნონა გაფრინდაშვილის ხმა): “ამ გუნდში ყველაზე კარგი იყო ყველაზე ხნიერი და ყველაზე ცუდი იყო ყველაზე ახალგაზრდა - ლიდერი ახალგაზრდებისა, ხურციძე. ამ ოთხეულში ყველაზე ცუდად ითამაშა მან. ის ახალგაზრდები რომ მოხვდნენ, ბიჭები, შედეგების მიხედვით მოხვდნენ. გამიგეთ, იმიტომ, რომ გაგუნაშვილი გავიდა მსოფლიოზე, იზორია სტაბილურად თამაშობდა და სულ ახლოს იყო ყველაფერთან. ასე რომ, ყველა მოხვდა თავისი შედეგების მიხედვით.” გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ, სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ჭადრაკში ასაკი გადამწყვეტი არ არის და თუ ეგრეთ წოდებული ვეტერანები ახალგაზრდებს ჯაბნიან, რატომ უნდა მივუხუროთ ნაკრების კარი.
აი, რაც შეეხება ჭიდაობას, აქ 30-35 წლის სპორტსმენი უკვე ხანდაზმულად ითვლება. რა გასაკვირია, რომ, მაგალითად, ვახტანგ ბალავაძესა და გიორგი სხირტლაძეს ზუსტად არც ახსოვთ, როდის დაანებეს თავი ჭიდაობას, უკანასკნელად როდის გავიდნენ საჭიდაო ხალიჩაზე. სამაგიეროდ, სპორტის სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ამათი ვაჟკაცური ჭიდაობა და ეფექტური ილეთები, ეროპულ და მსოფლიო სარბიელზე მოპოვებული წარმატებები. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ამ სახელოვან ფალავნებს გასულ შაბათს საიუბილეო საღამო მოუწყო: მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვახტანგ ბალავაძე სამოცდათხუთმეტისა შესრულდა, მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სხირტლაძე კი – სამოცდაათისა. საქართველოს სპორტის აკადემიის სააქტო დარბაზში შეკრებილებმა ძველი ამბებიც გაიხსენეს და ახალზეც ილაპარაკეს. ჭიდაობის პროფესორად აღიარებული ვახტან ბალავაძე წუხს, რომ ჭიდაობა გაღარიბდა, ბევრი ძველი ილეთი დაიკარგა, უპირატესობა ფიზიკურ ძალას მიენიჭა და ამის გამო შეჯიბრებები უინტერესო გახდა.
(ვახტანგ ბალავაძის ხმა): “ახლა ტექნიკური არსენალი ძალიან დაბალია. რატომ? ბედაურები დაიხოცნენ და ჩვენს ახლანდელ პედაგოგებს სწავლების პრონციპები და პედაგოგიური მიმართულება ვერა აქვთ გადაწყვტილი. თუ ბავშვს პატარაობისას არ ასწავლი ჭიდაობის არსენალს, მერე ძნელი იქნება ყველაფერი”.
75 წლის ვახტანგ ბალავაძე თავისი ახალგაზრდა კოლეგების გასაგონად ამბობს, რომ, ახალი ველოსიპედის გამოგონების ნაცვლად, ჯობს ისევ ძველ გზას და ქართულ ჭიდაობას მიუბრუნდნენ და ფანდს მოუხმონ, მრავალნაცადს. თუ ძველი გზა დაიკარგა და თაობათა შორის გადებული ხიდიც ჩატყდა, წინსვლა შეფერხდება არა მარტო ჭიდაობაში, სპორტის ნებისმიერ სხვა სახეობაშიც, მათ შორის - ჭადრაკში.