მისთვის რჩეულიშვილი მშობლიურ წიაღს დაუბრუნდა: მაშინაც და ახლაც ვიცე-სპიკერი ყოველთვის ილტვოდა მოქალაქეთა კავშირისაკენ, მაგრამ სასურველ ადგილს ვერ იკავებდა. შევარდნაძის პარტიიდან არაერთი ცნობილი პირის გასვლის შემდეგ მოქალაქეთა კავშირში, როგორც იქნა, გამოუთავისუფლდა ადგილი ვახტანგ რჩეულიშვილს. რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს სოციალისტების ლიდერმა პრეზიდენტის პარტიას და, პირიქით, რით არგებს რჩეულიშვილს მოქალაქეთა კავშირი?
რჩეულიშვილის ჩამოსხმის პოლიტიკოსები ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამენ, თუ რაიმე სარგებელს არ ელიან: მოქალაქეთა კავშირთან მისვლა, უწინარესად, ნაკარნახევია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინით და თითქმის უტყუარი ცოდნით, რომ სოციალისტურ პარტიას, მისი ლიდერის პირადი სიმდიდრის მიუხედავად, არავითარი შანსი არა აქვს, გადალახოს 7%-ანი ბარიერი. რჩეულიშვილი არ მოერიდება ფულის დახარჯვას, მაგრამ არსებობს ხმათა აუცილებელი მინიმუმი, რომელსაც მისი ვერც ფული გასწვდება და ვერც მიმზიდველობა. მოქალაქეთა კავშირი კი (უკეთ, შევარდნაძე) ინარჩუნებს ადმინისტრაციული რესურსის საგრძნობ ნაწილს (განსაკუთრებით, ზოგ რეგიონში), რაც არჩევნების დროს პარტიის სასარგებლოდ იმუშავებს. მიკედლება მოქალაქეთა კავშირთან რჩეულიშვილის, როგორც პოლიტიკოსის, გადარჩენის მთავარი პირობაა, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ასლან აბაშიძე გაისად კვლავაც შეკრავს იმავე სიძლიერის ბლოკს, როგორიც 1999 წელს შექმნა.
ვახტანგ რჩეულიშვილს მოქალაქეთა კავშირის ტრფიალი არასოდეს წაჰკიდებია, მას გული უფრო შევარდნაძისკენ მიუწევდა. რჩეულიშვილმა ყოველთვის იცოდა, რომ პრეზიდენტის პარტია – სანდო გზა იყო თვითონ პრეზიდენტთან მისასვლელად, მაგრამ წლების მანძილზე რჩეულიშვილს ისეთი გამოცდილი რაყიფი უღობავდა ამ გზას, როგორიც ზურაბ ჟვანია იყო. სოციალისტთა ლიდერის სასახელოდ უნდა უთქვას, რომ, “აღორძინებაში” ყოფნისა და წინასაარჩევნოდ მკვეთრი ანტიშევარდნაძისტული გადახრის მიუხედავად, მას არასოდეს დაუწვია სახელმწიფო კანცელარიასთან გადებული ყველა ხიდი.
“მოქალაქეთა კავშირისთვის” რჩეულიშვილი მისაღებია არაერთი მიზეზით. ერთი რომ, ორივე იმედოვნებს ერთმანეთის გამოყენებას. რაც უნდა იყოს, სოციალისტური პარტია მცირე, მაგრამ მაინც ძალასა და რესურსს წარმოადგენს. მეორეც, მოქალაქეთა კავშირს, შესაძლოა, არ აკლია, შუახნის მოძველბიჭო ძიები, კომუნისტურ-კომკავშირული წარსულით, მაგრამ ისინი რჩეულიშვილთან ვერ მოვლენ მისი, როგორც საჯარო ფიგურის, პოპულარობითა და გაქანებით. მესამე, ხსენებულ ძიათა თვისებები ამკობს სოციალისტთა ლიდერსაც და შესაბამისი ქცევა, მეტყველება თუ აზროვნების წესი ყველაზე ბუნებრივად სწორედ რჩეულიშვილის შესრულებით გამოიყურება. სოცპარტიის თავმჯდომარემ წარმატებით გაიარა ტესტირება 99 წლის არჩევნების დროს, როცა ქვეყნის პრეზიდენტს ისტორიის სანაგვეზე ისტუმრებდა. იოლი წარმოსადგენია, რას იტყვის რჩეულიშვილი სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე, როცა ამას პრეზიდენტი და მისი პარტია მოსთხოვს: მოქალაქეთა კავშირის წევრების ლანძღვა მას ყოველთვის კარგად გამოსდიოდა. მით უმეტეს, გამოუვა ეს მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, როცა “მოქალაქელთა” დღევანდელ, რესპექტაბელურობის პრეტენზიის მქონე, ხელმძღვანელობას დასჭირდება კაცი, რომელიც პარტიის ყოფილ, უმადურ წევრებსა და ახლანდელ ოპოზიციას უნდა დაუპირისპირდეს.