Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა მოძრაობის რუსმა აქტივისტებმა


ადამიანის უფლებათა მოძრაობის რუსმა აქტივისტებმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდეს

ადამიანის უფლებათა მოძრაობის რუსმა აქტივისტებმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდეს
- თავი შეიკავონ ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისაგან, და თან აღნიშნეს, რომ ბაღდადზე პოლიტიკური ზეწოლის საშუალებები სულაც არაა ამოწურული. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ წერილობით მიმართვას ხელი მოაწერეს "სამოქალაქო თანადგომის" კომიტეტის თავმჯდომარემ სვეტლანა განუშკინამ, ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დირექტორმა ლევ ლევინსონმა, "ადამიანის უფლებათა" მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევ პონომარიოვმა, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის სახელობის საზოგადოებრივი ცენტრისა და მუზეუმის დირექტორმა იური სამოდუროვმა და სხვებმა.
XS
SM
MD
LG