Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა ერაყს მოუწოდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა ერაყს მოუწოდა
- ნებაყოფლობით განიარაღდეს, და თან აღნიშნა, რომ მდგომარეობა მეტად სერიოზულია და რომ მანევრირებისთვის, ბაღდადს, აღარ დარჩა დრო. პრესკონფერენციაზე ქაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკთან მოლაპარაკების შემდეგ, ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია და სხვა ქვეყნები ყველა ღონეს იხმარენ, რათა ეს კრიზისი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, თუმცა მხოლოდ ბაღდადზეა დამოკიდებული, მოჰყვება თუ არა წარმატება ამ მცდელობას. იოშკა ფიშერმა დასძინა, რომ ბერლინი, როგორც უწინ, მუდმივ კონტაქტშია ვაშინგტონთან ერაყის პრობლემის მოგვარების საკითხში.
XS
SM
MD
LG