დაახლოებით, ერთი თვის წინ არაშთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა. ეგრეთ წოდებულ საიმპიჩმენტო დოკუმენტს ხელი მხოლოდ 35 დეპუტატმა მოაწერა. 3 თებერვალს "ახალი მემარჯვენეების" ოფისის დარბევის შემდეგ, აღორძინების კავშირის წევრთა აზრით, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურის განახლების რეალური საფუძველი გაჩნდა. "აღორძინება" პრაქტიკულად ისევ მარტო აღმოჩნდა: ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაპირისპირებას საარჩევნო კანონმდებლობის გაჯანსაღებით ცდილობს და საგანგებოდ ამისათვის ქმნის საკოორდინაციო საბჭოს.
"საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირი" ახალი მემარჯვენეების ოფისში გაფორმებული დოკუმენტის - "საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვის" - ხელმომწერი 14 სუბიექტიდან ერთ-ერთია. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე - პოლიტიკის კრიმინალიზებასა თუ ძალადობის ფაქტობრივ ლეგალიზებაზე - პასუხისმგებლობას პოლიტიკური პარტიები ერთპიროვნულად ხელისუფლებას აკისრებენ.
[ჯემალ გოგიტიძის ხმა]: "იმ ეტაპზე რაც მოხდა, ეს იყო აღმაშფოთებელი ფაქტი და ჩვენ დავეთანხმეთ, რომ ეს უნდა იქნეს გამოძიებული. იქვე დავაფიქსირე, რომ ხელისუფლება, ასეთი რამ ქვეყანაში დღეს არ არსებობს - არსებობს შევარდნაძე, არსებობენ ძალოვანი მინისტრები და ასე შემდეგ."[სტილი დაცულია]
"ახალი მემარჯვენეების" ოფისში გაფორმებულ დოკუმენტს, "აღორძინების კავშირის" სახელით, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "აღორძინების" თავმჯდომარე ჯემალ გოგიტიძე აწერდა ხელს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს იგი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციისგან განდგომას კატეგორიულად უარყოფს, მაინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციას მუშაობა უნდა დაეწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიმართულებით და არა სამართლიანი არჩევნებისა.
[ჯემალ გოგიტიძის ხმა]:"თუ ოპოზიციონერობაზეა საუბარი, სწორედ პრეზიდენტის იმპიჩმენტიდან უნდა დავიწყოთ და, ვინ შემოუერთდება და ვინ გაბედავს ამ ნაბიჯის გადადგმას, მერე ვნახავთ და ამით განვსაზღვრავთ, ვის მართლა უყვარს თავისი ქვეყანა, ვის არ უყვარს, ვინ თამაშობს ოპოზიციონერობას და ვინ არა. ისინი ოპოზიციონერობას თამაშობენ მხოლოდ. ეს ეკუთვნის ყველა იმ პარტიას, ვინც კი შეკრებილი იყო ახლების ოფისში, მეტ-ნაკლებად, ზოგს მეტი ინტენსივობით, ზოგს ნაკლები ინტენსივობით." [სტილი დაცულია]
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯემალ გოგიტიძე ოპოზიციისგან განდგომას არ ადასტურებს, საარჩევნო კანონის პრინციპების შესაჯერებლად შეკრებილ თავყრილობას 7 თებერვალს "აღორძინებიდან" არავინ დასწრებია.
[ვასილ მაღლაფერიძის ხმა]"ახლა მანდ დგას ესე საკითხი: ან გვიჭერენ მხარს ოპოზიციურ პარტიებს იმ ნორმალურ საარჩევნო კანონში - ის მართლა ნორმალურია, იმიტომ კი არა, ჩვენ რომ ვუჭერთ მხარს. ანუ ფორის გარეშე -სახელისუფლებო ფორის გარეშე.ან უჭერს ხელისუფლებას მხარს. როგორ არის იცით - შენ თუ გამებუტები, მე არ დამიჭერ მხარს, ამით მაინც პასიურად ხელისუფლებას უჭერ მხარს იმიტომ, რომ იმას თავისი ხმები მაინც აქვს. ჰოდა, აი, დღეს არ მოვიდნენ. ახლა ჩვენ ორშაბათს კიდევ ვიკრიბებით. გაურკვეველი რჩება ჯერჯერობით მრეწველების და აღორძინების პოზიცია, აი, ამ კანონთან დაკავშირებით. რაც ყველას ადარდებს. ახლა დააკვირდით, რომ იქ რადიკალური პარტიებიც არიან ამ ოპოზიციაში, პარლამენტს გარეთაც - და სუყველა იძახის საარჩევნო კანონს, აი, ამ წუთში რაც დგას დღის წესრიგში -ეს იმპიჩმენტი არის რაღაცა - აი, ჯონჯოლი როა სუფრაზე, გინდა იყოს. კი ბატონო, მოვაწერთ ხელს, რა შეიცვლება ახლა მაგით?" [სტილი დაცულია]
როგორც მარტივი არითმეტიკა ცხადყოფს, ძალთა გადანაწილების დღევანდელი სქემის მიხედვით, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისათვის საჭირო ხმების რაოდენობის შეგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. ძნელი სავარაუდოა, "აღორძინებაში" ეს არ იცოდნენ.