სომალის ნაპირებთან გასული წლის ზაფხულში მძევლად აყვანილი ქართველი მეზღვაურები, რომლებმაც ამ დღეებში მეკობრეებისგან გაქცევა მოახერხეს, სამშობლოში სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს ან მარტის დამდეგს დაბრუნდებიან.
ამის შესახებ დღეს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა მძევალმა, საბერძნეთის გემ "ჯენლილის" მეზღვაურმა გულადი რუხაძემ. მისი ინფორმაციით, ამჟამად გემი ნეიტრალურ წყლებში იმყოფება და კურსი საბერძნეთისკენ აქვს აღებული. გულადი რუხაძემ განაცხადა, რომ ქართველმა მეზღვაურებმა მას შემდეგ მოახერხეს გაქცევა, რაც საყარაულოდ დარჩენილი მეკობრეები დაარწმუნეს, რომ საჭირო იყო კატერით უახლოეს ნავსადგურში გადასვლა საწვავის, საკვები პროდუქტებისა და სიგარეტის მარაგის შესავსებად. როგორც კი მეკობრეები კატერით ტანკერს მოსცილდნენ, "ჯენლილი" ღია ზღვაში გავიდა და გემის მფლობელებს დაუკავშირდა.