და არა არაბულ ქვეყნებში. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ეს განსხვავება ამ თვის დასაწყისში, როცა სხვადასხვა გამოანგარიშებით, ერაყთან ომის მოწინააღმდეგე 4-დან 6-მილიონამდე ადამიანმა მიიღო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობა.
15 თებერვალს გამართული მიტინგები ყველაზე ხალხმრავალი იყო ევროპაში ვიეტნამის ომის შემდეგ;
ერთ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა ლონდონში, რომსა და ბარსელონაში გამართულ დემონსტრაციებში, ხოლო ასეული ათასობით სხვა, ბრიტანეთის, იტალიისა და ესპანეთის დანარჩენ დიდ ქალაქებში დაესწრო საპროტესტო მიტინგებს. ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა აშშ-სა და ავსტრალიაშიც, და ბევრად უფრო მცირერიცხოვანი, აზიის ქვეყნებში.
ხოლო იმავე დღეს, შესამჩნევი სიმშვიდე იყო ახლო აღმოსავლეთში. მართალია გამოსვლები მოეწყო ეგვიპტეში, ერაყში, იორდანიაში, პალესტინელთა ტერიტორიებსა და სირიაში, მაგრამ დემონსტრანტთა რიცხვი არსად არ ყოფილა რამდენიმე ათასზე მეტი.
ამან, საგონებელში ჩააგდო მრავალი მიმომხილველი. უკანასკნელ დრომდე ეს ადამიანები წინასწარმეტყველებდნენ, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ხალმრავალ პროტესტებს გამოიწვევდა არაბულსა, და ალბათ, ისლამურ სამყაროშიც.
როგორც ლონდონში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთის "ალ-ჰაიათის" კორესპონდენტი მაჰერ ოთმანი აღნიშნავს, ერაყის კრიზისი ჭეშმარიტ განრისხებას იწვევს არაბ მოსახლეობაში, მაგრამ ხალხმრავალი დემონსტრაციები, არაბებს, ჯერჯერობით არ გაუმართავთ, ვინაიდან არაბი ლიდერები რკინის ხელით მართავენ თავიანთ ქვეყნებს [მაჰერ ოთმანის ხმა]: "ყველა თუ არა, უმრავლესობა არაბული რეჟიმებისა დესპოტური და რეპრესიულია საკუთარი ხალხის მიმართ, და ამდენად, ადამიანებს აკრძალული აქვთ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა, მაშინ როცა დასავლეთში, ხალხს, ნებისმიერ დროს შეუძლია გამოთქვას საკუთარი შეხედულება".
მაჰერ ოამანმა განაცხადა აგრეთვე, რომ არაბული ქვეყნების უმრავლესობას შეერთებული შტატები უჭერს მხარს, და ამიტომაცაა, რომ ამ ქვეყნებში მცირერიცხოვანი, სიმბოლური დემონსტრაციების ნება დართეს ხალხს მთავრობებმა.
როგორც ბრიტანეთის ჟურნალ "ეკონომისტის" მიმომხილველი ნილ პეტრიკი აღნიშნავს, ეგვიპტეში, იორდანიასა და საუდის არაბეთში ძალზედ ძნელია საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობა.
"ამ ქვეყნებში შეუძლებელია თავისუფალი აზრის გამოთქმა, ხოლო ძალზედ ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა დემონსტრაციები ეწყობა სწორედ მაშინ, როცა ეს, მთავრობის ინტერესებს ემსახურება" - განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ნილ პეტრიკმა.
თუ წელს, ნაკლებად იმართება საპროტესტო გამოსვლები არაბულ ქვეყნებში ერაყის კრიზისთან დაკავშირებით, უკანასკნელ წლებში, ამ მხრივ, დიდი აჟიოტაჟი იყო, როცა ხალხი, ბაღდადის წინააღმდეგ მოქმედი გაეროს ეკონომიკური სანქციების გაუქმებას მოითხოვდა. 1998 წელს, საპროტესტო მიტინგების მონაწილენი, ეგვიპტეში, იმითაც იყვნენ უკმაყოფილონი, რომ აშშ და ბრიტანეთი სამხედრო ძალის გამოყენებით დაემუქრნენ ერაყს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან თანამშრმლობაზე უარის გამო.
მაშინ, მრავალი დემონსტრანტი არა მარტო სანქციებით დაზარალებულ ერაყელ ხალხს უცხადებდა თანაგრძნობას, არამედ აქებდა ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს, როგორც პალესტინელების დამცველ ერთადერთ არაბ ლიდერს. მაგრამ, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, სადამ ჰუსეინის პოპულარობა, დღეს, დაცემულია. ბევრი მას იმაში ადანაშაულებს, რომ დასავლეთს - არაბულ ქვეყანაში ინტერვენციისა და მისი დაპყრობის საბაბი მისცა.
მაჰერ ოთმანის თქმით, მრავალ არაბს მიაჩნია, რომ სადამ ჰუსეინი ლტოლვილობაში უნდა წავიდეს, რითაც ახალ კონფლიქტს ააცილებს თავიდან ერაყს. საუდის არაბეთმა, რამდენიმე სხვა არაბულმა სახელმწიფომ, აგრეთვე არაერთმა არაბმა ინტელექტუალმა მიმართა ამგვარი მოწოდებით ერაყის პრეზიდენტს.