შემოქმედებითი კავშირის “ელეონის”, ხალხური შემოქმედების კვლევის ცენტრისა და ხალხური შემოქმედების მუზეუმის ინიციატივით, გამოიფინა თანამედროვე პრიმიტივისტების ის ნამუშევრები, რომელიც აქამდე უცნობი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. თვითნასწავლი მხატვრების ეს ექსპოზიცია დასავლეთის ნებისმიერ გალერეას დაამშვენებდა
დღეს დასავლეთში ეგრეთ წოდებული “ნაივური მხატვრობის” ნამდვილი ბუმია. იქ “ნაივურ ხელოვნებას” “პრიმიტივიზმით” დიდი ხანია აღარ ნათლავენ. ხელოვნების სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კულტურაში მხატვრული ენის კრიზისის ეპოქაში სახვითი ხელოვნების გადარჩენა, გამდიდრება, სწორედ თვითნასწავლებს შეუძლიათ. “ნაივური მხატვრობისთვის” ხომ არ არსებობს არანაირი ტაბუ, მხატვრული სტერეოტიპები და ეგრეთ წოდებული “სახვითი ხელოვნების სპეციფიკა” - ისინი “დიდი ბავშვები” არიან, რომლებიც ხედავენ და აღბეჭდავენ იმას, რაც დაკარგულია თანამედროვე სამყაროში.
13 ივლისს “ცისფერ გალერეაში” დაიხურა გამოფენა, რომელმაც დაგვარწმუნა: დაკარგულ დროსა და სივრცესთან ქართველი თვითნასწავლებიც ურთიერთობენ... და არა მარტო გურამ გაბაშვილი, რომლის ხსოვნას მიეძღვნა ეს ექსპოზიცია (გამოფენაზე აკადემიკოს გაბაშვილის 40-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი) - ქართველი თვითნასწავლების 250 ექსპონატში, რომელიც სურათების სახელმწიფო გალერეაში ხალხური შემოქმედების სამეცნიერო ცენტრმა წარმოადგინა, ომარ ჩხეიძის, ირინე ლეკიშვილი-სომხიშვილის, ლეილა ასათიანის და, განსაკუთრებით, ბრწყინვალე ფერმწერის რუსუდან ტოზაშვილის სურათებში კარგად ჩანს, რომ ქართველი თვითნასწავლი მხატვრებისთვის სრულიად უცხოა ის სიტყვა, რომელსაც დაჟინებით იმეორებენ ჩვენი კულტურის მუშაკები - “კრიზისი”... არადა, “ნაივი მხატვრების” ჯგუფური გამოფენის მოწყობა თბილისში შესაძლებელი მხოლოდ მაშინ გახდა, როცა ქალაქი დაცარიელდა და სურათების ეროვნულ გალერეას დამთვალიერებელი მოაკლდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ გამოფენით ჩვენში მხოლოდ ერთეულები ეზიარნენ, მართლაც რომ, “გადარჩენილ კულტურას”. მაშინ, როცა დასავლეთში დღითიდღე მკვიდრდება პრიმიტივიზმის მოდა, საქართველოში “ნაივს” ისევ ეჭვის თვალით უყურებენ და ამ მხატვრებს გზას უღობავენ “დასავლეთის მიმართულებით”. უკანასკნელად ქართველი თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრების კატალოგი 1987 წელს გამოიცა იუგოსლავიაში. მას შემდეგ ჩვენი პრიმიტივისტების შემოქმედების პროპაგანდაზე მხოლოდ შემოქმედებითი კავშირი “ელეონი” და ხალხური შემოქმედების კვლევის ცენტრი ზრუნავს. ხელისუფლებას, რომელიც “კულტურის გადარჩენის” ლოზუნგებით გამოდის, ნაკლებად აინტერესებს ის ხალხი, რომელმაც უკვე “გადაარჩინა კულტურა”