Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს გამოაცხადა, რომ ერაყის მმართველმა საბჭომ სულ მცირე ექვს თვეში უნდა წარადგინოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს გამოაცხადა, რომ ერაყის მმართველმა საბჭომ სულ მცირე ექვს თვეში უნდა წარადგინოს
ახალი კონსტიტუციის პროექტი. პაუელმა თქვა, რომ აშშ ერაყელებს ვადას არ დაუთქვამს, მაგრამ ფიქრობს, რომ ერაყის ახალი კონსტიტუცია გზას გაუხსნის ერაყელებს დაუბრუნდნენ თივითმართველობას.
უცხოელმა დიპლომატებმა და გავლენიანმა ერაყელებმა დღეს მონაწილეობა მიიღეს ბაღდადში აშშ-ის მიერ არჩეული მმართველი საბჭოს წევრის აყილა ალ ჰაშიმისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაში. ალ ჰაშიმი გუშინ გარდაიცვალა, გასულ კვირაში მიღებული ჭრილობის გამო. მას ბაღდადიდან 180 კილომეტრში ქალაქ ნაჯაფში დაკრძალავენ.
ერაყში ქალაქ ქირქუქში წუხელ ერთ ამერიკელი სამხედრო მოკლეს. ორი დაიჭრა, როცა მათ მანქანას სროლა აუტეხეს.
XS
SM
MD
LG